უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე საქართველოს დროშაც აფრიალდა. დიდი ბრიტანეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების სამხედრო დანაყოფებთან ერთად საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობა ქართული ჯარის დანაყოფმაც მიიღო.
ღონისძიებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.
ყირიმის პლატფორმის ყველა მონაწილე კიევში ამ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად დარჩა, გარდა ირაკლი ღარიბაშვილის. არადა საქართველოს პრემიერი, უკრაინის პარტნიორი სახელმწიფოს ლიდერი, პროტოკოლის მიხედვით ერთ-ერთი საკვანძო სტუმარი უნდა ყოფილიყო.
ნაადრევი გამგზავრებით სავარაუდოდ ღარიბაშვილმა თავი აარიდა სამთავრობო ლოჟაში მოხვედრას, სადაც სხვა ლიდერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილიც იმყოფებოდა.
"ღარიბაშვილი ჯერ ხო ლვოვში არ მოვიდა იმ ღონისძიებაზე, რომ გაიგო იქ ვიქნებოდი. ახლა უნდა დარჩენილიყო აღლუმზე და პირობა დააყენეს, რომ სააკაშვილი არ უნდა იყოსო, ამათ უთხრეს, როგორ არ უნდა იყოსო, მაშინ ჩვენ ტრიბუნაზე არ უნდა იყოსო. პროტოკოლით სხვანაირად არ გამოდიოდა და გაქუსლა თბილისში, სამაგიეროდ, ჩვენ სამხედროებს მე მივესალმე, ასე რომ, დიდი არაფერი დაუკარგავს არც უკრაინას და არც ჩვენ სამხედრო კონტიგენტს, რომელიც აქ იყო, ბოლოს და ბოლოს ჩემი შექმნილი შეიარაღებული ძალებია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები