23 დეკემბრის, დღის 12.00 საათის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 1054 მსჯავრდებული და ბრალდებული შიმშილობს.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით, მოშიმშილეები შემდეგ დაწესებულებებში შიმშილობენ. სასჯელაღსრულების #2 დაწესებულებაში - 1პატიმარი.
სასჯელაღსრულების #19 დაწესებულებაში - 1 პატიმარი. სასჯელაღსრულების #9 დაწესებულებაში - 1 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში - 15 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში - 23 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში - 31 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #15 დაწესებულებაში 209 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში 773 პატიმარი.
სასჯელაღსრულების #17 და #15 დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების მოთხოვნა მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას უკავშირდება, რაც შეეხება დანარჩენ დაწესებულებებში მყოფ 72 მსჯავრდებულს, ისინი საქმეების ინდივიდუალურ გადახედვას ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






