ჟურნალისტი, ელისო კილაძე თბილსერვისის ყოფილი თანამშრომლის, ირაკლი ბაღდავაძის, სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება და ამბობს, რომ Facebook-ზე ერთ-ერთი სტატუსის კომენტარებში, მას უცნობი პირი დაუკავშირდა, რომელმაც უთხრა, რომ მას ბაღდავაძის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები აქვს. კილაძემ აღნიშნული მუქარად აღიქვა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.
"ამ სტატუსზე, რამდენიმე საათის მერე ჩემთვის უცნობი პირი შემოვიდა, რომელმაც მითხრა, რომ ის არის კოლონიის უსაფრთხოების თანამშრომელი და Youtube-ზე ატვირთულია პირადი ცხოვრების ფირი და მას აქვს ფოტოები, კოლონიაში ბაღდავაძის სავარაუდო, არატრადიციული ურთიერთობის შესახებ. მე ეს ჩავთვალე, რომ არის მუქარა. შესაძლებელია, რომ ეს ფოტოები არის ფეიკი, არ ვიცი ნამდვილად. ამ პროფილმა დაიწყო ამ ფოტოების ატვირთვა ჩემ Facebook გვერდზე. ყველა კომენტარის ქვეშ მოვთაგე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მოვთხოვე მათ რეაგირება,- თქვა ელისო კილაძემ.
შეგასენებთ, რომ ირაკლი ბაღდავაძე, სამსახურიდან გუშინ, 23 აგვისტოს გაუშვეს. თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირების და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.
მუქარასა და შანტაჟზე საუბრობს თავად ბაღდავაძეც.
მასალის გამოყენების პირობები