"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე თვლის, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდევითარებიდან გამომდინარე, თვითმმართველობის არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით ფართო დისკუსია უნდა დაიწყოს.
მისივე თქმით, ეს საკითხი, პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია.
"ვფიქრობ, რომ უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი. ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს და ვის უნდა და ვის არ უნდა არჩევნები. ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი გვაქვს ადამიანებისთვის და თუ ჩვენ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, წინ ვერ წავალთ", - თქვა ვაშაძემ.
აქვე გეტყვით, რომ არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა სახალხო დამცველიც. გუშინ, 24 აგვისტოს, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მართებული იქნება, თვითმმართველობის არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობა დაიწყოს.
ცნობისთვის, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
მასალის გამოყენების პირობები