"ერთიან ნაციონალური მოძრაობას" მმართველი პარტიის მოქმედი წევრები უერთდებიან. კონკრეტულად კი, ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილე ელგუჯა გურგენიძე და ლანჩხუთის საკრებულოს მოქმედი წევრი ოთარ პატეიშვილი.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა და ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
"მინდა საზოგადოებას წარვუდგინო ორი ადამიანი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ "ქართულ ოცნებას" არავითარი შანსი ამ არჩევნებზე არ აქვთ. ეს ორი ადამიანი - ელგუჯა გურგენიძე და ოთარ პატეიშვილი ოცნების მოქმედი წევრები არიან, რომლებიც დღეს დატოვებენ პარტიას.
ელგუჯა გურგენიძე ამბროლაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოქმედი მოადგილეა მმართველი პარტიიდან და 2021 წლის არჩევნებზე ის ჩვენი სახელით დადგება როგორც მერობის კანდიდატი.
მოქმედი საკრებულოს წევრია ოცნებიდნ ოთარ პატეიშვილიც და ის ჩვენი სახელით იასპარეზებს ლანჩხუთში. მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ ამ მძიმე ბრძოლაში ჩვენთან არიან და ოპოზიციას შემოუერთდნენ. ეს ბრძოლა იქნება საქართველოსთვის შესაძლებლობების ფანჯრის გახსნა" - აღნიშნა დეკანოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები