"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი , სერგო ჩიხლაძე განმარტავს, რატომ არ აკეთებს პარტიის ლიდერი გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ თემებზე კომენტარს.
როგორც ჩიხლაძე აცხადებს, წინასაარჩევნოდ ახალი სტრატეგია შეიმუშავეს და 30 აგვისტოდან გააქტიურდება პარტიის ყველა ლიდერი.
"დიახ, ეს ახალი სტრატეგიაა. 30 აგვისტოდან ვაპირებთ საარჩევნო კამპანიის გახსნას და მანამდე ზედმეტ განცხადებებს არ ვაკეთებთ. გიორგი ვაშაძე ჩართული არის სტაბილურ მუშაობაში და დაგეგმარებაში. 30 აგვისტოდან გააქტიურდება ყველა ჩვენი ლიდერი. ეს ჩვეულებრივი სტრატეგიის ნაწილია. 30 აგვისტოს ვხსნით საარჩევნო კამპანიას და კომენტარებსაც გავაკეთებთ“, - განაცახადა ჩიხლაძემ "ინტერპრესნიუსთან".
ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ საკითხებზე კომენტირებისგან თავს იკავებს და მხოლოდ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით აკეთებს განცხადებებს.
მასალის გამოყენების პირობები