შპალების ქარხნის დირექტორი შემოსავლების სამსახურის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
სამართალი - 14:07, 23 Dec, 2013     2138

რკინა-ბეტონის შპალის ქარხნის დირექტორმა, ილია შიხაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე შპალების ქარხანასთან დაკავშირებით, შემოსავლების სასმახურის უკანონო ქმედებებზე განცხადება გააკეთა. „ნიუპოსტი“ შიხაშვილის განცხადებას გთავაზობთ:

„ქარხნის წინააღმდეგ მეორე წელია ფორსირებული შეტევები ხორციელდება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან, საქმე გვაქვს ნათლად გამოხატულ შერჩევით სამართალთან.

მსურს ვისაუბრო შემოსავლების სამსახურის იმ უკანონო ქმედებებზე, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ ხორციელდება. ბოლო პერიოდში ამან განსაკუთრებულ ხარისხს მიაღწია.

მიმდინარე წლის 7 ივნისს შემოსავლების სამსახურმა გამოსცა ბრძანება კამერალური შემოწმების შესახებ, 2011 წლის პირველი იანვრიდან 2012 წლის პირველი ივნისის ჩათვლით. ეს იყო კანონდარღვევა, ვინაიდან ამ პერიოდზე, ჩვენივე ინიციატივით, ალტერნტიული საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ჰქონდა შემოწმებული „პრაის ვოთერჰაუს კუპერს“, დიდი ოთხეულის წარმომადგენელ საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიას, ამ დასკვნას წარმატებული ხარისხის კონტროლის გავლა დაუმტკიცდა, სასამართლოს ბრძანების გარეშე არ შეეძლო შემოსავლების სამსახურს აღნიშნული ბრძანების გამოცემა და შესაბამისად აღნიშნული პერიოდის შემოწმება. ჩვენ განვუმარტეთ შემოსავლების სამსახურს, რომ ეს იყო უკანონო ქმედება და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართეს სასამართლოს, რათა ლეგალიზება მოეხდინათ თავიანთი უკანონო ბრძანების. ისინი არ დაელოდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაიწყეს შემოწმება. მათთვის მოულოდნელად სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა და მოუწიათ შემოწმების შეჩერება.

შემდეგ, მიმდინარე წლის ნოემბერში, მათ მეორედ მიმართეს სასამართლოს, იგივე პერიოდის შემოწმებაზე, ამჯერად იმ მოტივით, თითქოს ფინანსრური პოლიციის გამომძიებლის მიერ მოთხოვნილი იყო, გადამოწმებული ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის მიერ ქარხანში გაწეული ინვესტიციების ოდენობა.

ეს სრული აბსურდია, ვინაიდან შემოსავლების სასმახურს არ გააჩნია კომპეტენცია მსგავს საექსპერტო დასკვნაზე. მათ პირდაპირ კანონი ავალდებულებს, რომ შეუძლიათ დასკვნა გასცენ ბიუჯეტთნ ანგარიშსწორებაზე. შესაბამისად, ეს აქტიც იყო სრული აბსურდი და უკანონობა.

რამდენიმე დღის წინ გამოიცა ახალი ბრძანება, რომელიც მოიცავს კამერალურ შემოწმებას 2010 წლის 9 სექტემბრიდან, 2011 წლის პირველ იანვრამდე. აღნიშნულ პერიოდზე ჩვენს საწარმოს გააჩნდა შემოსავლების სამსახურთან საგადასახადო შეთანხმება.

აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ჩვენ კანონისა და ვადების სრული დაცვით გადახდილი გვაქვს თანხები.ეს არის უკანონობა, აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ შემოსავლების სამსახური არ აღიარებდა დიდი ოთხეულის აუდიტორულ კომპანიებს, თუმცა, მთელი მსოფლიო არასდროს ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კომპეტენციას.

ამჯერად, ჩვენ მივიღეთ შედეგი, როდესაც თავიანთ შეთანხმებას არღვევენ. ამით იქმნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, ჩვენ აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნეს ომბუდსმენს მივმართეთ, იგი გულისხმიერებით მოეკიდა ამ საქმეს, აღნიშნა, რომ ჩვენს საკითხს დეტალურად შეისწავლის და სათანადო ზომებს მიიღებს.

ჩვენ მოვითხოვთ ძალიან მკაცრად შესაბამისი უწყებებიდან, დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი იმ კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც მსგავს უკანონობებს ჩადიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გავჩერდებით. მივმართავთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე დიპლომატიურ კორპუსს, იმისათვის, რომ დაინტერესდნენ ჩვენი საკითხით და შეისწავლონ ამ ზეწოლის კონკრეტული შემთხვევები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ დავუშვათ ბიზნესზე ზეწოლის მსგავსი პრეცედენრები.“, - განაცხადა ილია შიხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42