მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა
COVID-19 - 11:25, 24 Aug, 2021     867

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში 4 ამცრელი ამბულატორია დაემატა - ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მოქალაქეებს ადგილზე ვაქცინაცია, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით "სინოფარმითა" და "სინოვაკით" შეუძლიათ.

"ოთხივე ამბულატორია, სადაც მოსახლეობის ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, წინასწარ სპეციალური მეთოდითაა შერჩეული, ხოლო ამცრელ ბრიგადებს უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფილია ანტიშოკური და ანტიალერგიული პრეპარატებით.

დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლის ამბულატორიები დაათვალიერა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ. მასთან ერთად ანანურში, ჟინვალში, ბაზალეთსა და მჭადიჯვარში ვაქცინაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ მხარის პირველი პირის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, "მცხეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორი, რეგიონის კოორდინატორი ბადრი კუკულაძე და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის დუშეთის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ანდრიაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"სასიხარულოა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების მომართვიანობა მაღალია. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ამბულატორიაში უკვე საჭირო გახდა ვაქცინის დოზების დამატება.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენს რეგიონში, ოთხივე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს სოფლის ამბულატორიები, სადაც მოსახლეობას აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ. ამიტომაც, ყველას ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ", - განაცხადა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

ცნობისათვის, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში არსებული 11 ამცრელი ამბულატორია ჯამში მხარის 97 სოფელს ემსახურება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42