საქართველოს პრემიერმინისტრი ,ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს კიევში არაფორმალურ გარემოში შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ შარლ მიშელმა ტვიტერზე დაწერა, ღარიბაშვილთან ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ვადასა და შეთანხმებების შესრულების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
"პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან ლაპარაკისას ხაზი გავუსვი:
რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება. დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით". - წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.
შეგახხსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მთავარი მედიატორი იყო მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურად სცნო და პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა.
რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, 2021 წლის 19 აპრილს დოკუმენტიც გაფორმდა, რომელიც 23 ივლისს "ქართულმა ოცნებამ"ანულირებულად გამოაცხადა და შეთანხმების პირობების შესრულებაზე, ფაქტობრივად, უარი თქვა.
მასალის გამოყენების პირობები