„ქართული ანბანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე არსებობდა, ჩვენი ძირი კი ქალდეაშია“
საზოგადოება - 14:35, 23 Dec, 2013     11985

ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალიკო ცინცაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, მან იოანე-ზოსიმეს საგალობლის ტექსტის გასაშიფრად სპეციალური მათემატიკური მეთოდი - ჰემატრია გამოიყენა და საუკუნოვან თვსატეხს ახადა ფარდა. მისი დასკვნით, ქართული ანბანი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლის წინაც არსებობდა:

„ქებაი და დიდებაი“ რომ დაშიფრული ტექსტია, ეს ქართული ენათმეცნიერებისათვის თავიდანვე ცხადი იყო. ბატონმა თამაზ ჩხენკელმა დაასკვნა, რომ „ქებაი და დიდებაის“ ტექსტი დაშიფრულია, ალექსანდრე ცაგარელმა, კორნელი კეკელიძემ და პავლე ინგოროყვამ კი ამ ტექსტის შინაარსი ასე განმარტეს- ,,ქართული უფლის ენაა, სხვაზე აღმატებული და უკეთესი. მეორედ მოსვლის შემდეგ უფალი ქართულად განიკითხავს“;

„აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექსტების და დაშიფვრის მეთოდი მსოფლიო ენათმეცნიერებისთვის ცნობილია და, სამწუხაროდ, მხოლოდ ქართული ენათმეცნიერებისთვის იყო უცნობი.

დიახ, როცა ასეთი დაშიფრული ტექსტი იწერება, მაშინ შიფრის გასაღებითვითონ ტექსტშივეა და არა სადმე სხვაგან. ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ იოანე - ზოსიმეს ხელნაწერს, აღმოვაჩინეთ, რომ იგი ერთსა და იმავე ინფორმაციას ორ წინადადებაში იძლევა.

მაგალითად, ტექსტში წერია - ,,სახარებასა შინა ქართულისა თავსა ხოლო მათეისა წილი ზის, რომელ ასოი არს და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა“. ე.ი. სახარებაში ასო „წილი“-„წ“ ზის და გვაძლევს 4 ათასსო, წერს იოანე-ზოსიმე. მოგახსენებათ, ქართულ ანბანში 4 ათასს აღნიშნავს ასო ,,წ“ (წილი)“.

ალიკო ცინცაძე ჰემატრიის ქართულ და ებრაულ მეთოდებს ერთმანეთს ადარებს და მათ შორის განსხვავებასა და მსგავსებაზე საუბრობს:

„რაც ებრაული ჰემატრიისთვის გამოიყენება, იგივე წესი გამოიყენება ქართული ჰემატრიისათვის, განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ებრაელებისთვის მზე რვათვალაა, ჩვენთვის ცხრათვალა.

ამიტომ, ებრაელებისთვის ღმერთის რიცხვი არის 88 ან 888, ხოლო ჩვენთვის უნდა ყოფილიყო 99 ან 999. აღმოვაჩინე წინარექართველური სიტყვა, რომელიც თან ღმერთს აღნიშნავს და თან 99-საც იძლევა და 999-საც. ეს სიტყვაა „ღორონთი“, რაც მეგრულად ღმერთს ნიშნავს...

ეს არის ქურუმთა მიერ მიერ შქმნილი სიტყვა. აღმოჩნდა, რომ ჰემატრიით 99-ს იძლევა არამარტო სიტყვა ,,ღორონთი“, არამედ სიტყვა ,,მამა ღმერთი“, ,,ქრისტე“ და ა.შ.

„ქართულ ჰემატრიაში ორი რიცხვი აღნიშნავს ღმერთს - 99 და 51. ერთი ღმერთის ღვთაებრივი ბუნებაა, მეორე ადამიანური. 99-აღნიშნავს, როგორც გითხარით, მამა ღმერთს, ქრისტეს, ხოლო 51 - ღერბეთს, რაც სვანურად ნიშნავს ღმერთს, ასევე უძველესი სვანური და ფშავ-ხევსურული ღვთაებები კვირია და მორიგე, რომლებიც ქრისტეს წინარესახცეებია, ჰემატრიით იძლევა 51-ს“, - ამბობს ალიკო ცინცაძე „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

„სიტყვა ,,წელი“ არის მზის მოძრავი კალენდრის სიმბოლო. აქედან ,,ელი“ ებრაელებმა გადაიტანეს ღმერთის აღმნიშვნელ სიტყვად . ,,ელი“, ანუ ებრაელთა ღმერთი ისეთივე მცდარია, როგორც მზის მოძრავი კალენდარი, რომელიც რეალურ დროსთან მიმართებაში ერთდღიან ცდომილებას უშვებს.

ქრისტეს დაბადებას უმაღლესი ჭეშმარიტება მოჰყვება. სიტყვას ,,წელიწადი“ ,,წ“-ს რომ მოვაშორებთ, მივიღებთ ,,ელიწადი“, ანუ ებრაული ღმერთი ,,ელი“ უნდა წავიდეს და დაიწყოს ახალი ეპოქა, იესო ქრისტეს ეპოქა.

იოანე-ზოსიმეს მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის! ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1000 წლით ადრე შიფრული სახით არსებობდა ქართული ანბანი და ქალდეაში იყო ჩვენი ძირები.

აი, ეს გზავნილია ჩადებული იოანე ზოსიმეს ტექსტში: ,,ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ ბიბლიურ ხალხთა შეკრების ერთი ადგილი თუ უნდა დავასახელოთ, ეს საქართველოა!“, - ამბობს ცინცაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42