"დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერები დღეს ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ და ავღანეთის საკითხზე იმსჯელებენ.
შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი უხელმძღვანელებს. მისი თქმით, ყურადღება გამახვილდება ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესზე და ასევე ავღანეთის მომავალზე.
"ჩვენი პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების და იმ ავღანელების ევაკუაციის დასრულება, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში გვეხმარებოდნენ. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ შევიკრიბოთ როგორც საერთაშორისო საზოგადოება და შევთანხმდეთ ერთობლივ მიდგომაზე გრძელვადიან პერსპექტივაში, " - განაცხადა ჯონსონმა.
"დიდი შვიდეულის" ლიდერები ასევე განიხილავენ შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს და იმას, შეუწყვიტონ თუ არა ავღანეთს დახმარება იმ შემთხვევაში, თუ თალიბანი ადამიანის უფლებებს დაარღვევს და ქვეყნის ტერიტორიას ბოევიკთა თავშესაფრად გადააქცევს.
მასალის გამოყენების პირობები