საქართველოს მთავარ პროკურატურაში „ერთოიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მელაძის დაკითხვა მიმდინარეობს.
გამოძიებას მელაძესთან კითხვები „თბილისის განვითარების ფონდთან“ დაკავშირებით აქვს. დაკითხვაზე შესვლის წინ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა:
„მასობრივი შეტევები განხორციელდა თბილისის მერზე და მთლიანად თბილისის მერიაზე. ეს საკითხი არის წმინდა პოლიტიკური. მე გიგი უგულავას მოადგილე ვიყავი 2006-0008 წლებში, როდესაც ეს ფონდი საერთოდ არ არსებობდა, ანუ, არანაირი შეხება არ მქონია ამ საკითხთან. აქედან გამომდინარე, თქვენ თავად განსაზღვრეთ, რასთან გვაქვს საქმე. ჩემი დაბარება მოხდა პოლიტიკური მოტივით.
ამ საქმეზე დაკითხულია მერიის ასობით თანამშრომელი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ჩემი მეგობრები და ნამდვილად არ ვაპირებ, გამოვიყენო დეპუტატის იმუნიტეტი და პროკურატურას მივცემ ყველა იმ ინფორმაციას, რაც გამაჩნია", - განაცხადა გიორგი მელაძემ.
თანაგუნდელის მხარდასაჭერად მთავარ პროურატურასთან „ერთინი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან შეკრებილები.
მასალის გამოყენების პირობები






