საბურთალოს რაიონში, რენე შმერლინგის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 4 925 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფეენიანი საფარი დაიგება.
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.
„საბურთალოს გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. სამუშაოები ამჯერად, შმერლინგის ქუჩაზე მიმდინარეობს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის წლების განმავლობაში, გრუნტიანი გზა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, რომელსაც კომპანია „ლ ენდ ლ“ ასრულებს, საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო.
მასალის გამოყენების პირობები