ოცნება ჩვენს კანდიდატებს გუნდის დატოვებისთვის თანხას სთავაზობს - გახარიას პარტიის წევრი
პოლიტიკა - 15:07, 23 Aug, 2021     1572

პარტია საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს.

მისივე თქმით, კანდიდატებს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რათა წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება გუნდის დატოვებაზე.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს - ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხეთ არჩევნებზე - აცხადებს მიქელაძე.

მან კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ადამიანების დაშინებისა, ხელისუფლება მათ აფრთხილებს.

"კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოდის, რადგან ადამიანები, მიუხედავად მათი დაშინებისა აძლევენ თავს უფლებას, რომ გაგვაფრთხილონ ჩვენ ამის შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ ბრიფინგის განხორციელება.

დაშინების შემთხვევებიც არის და ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზებასაც კი ჰპირდებიან, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ და წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებას და დატოვებენ ჩვენს გუნდს. დაშინება მიმდინარეობს პროპორციულ სიაზეც, მაჟორიტარებზეც და ყველა სხვა იმ ადამიანზეც, ვისზეც თვლიან რომ მიუწვდებათ ხელი და ფიქრობენ რომ აქვთ იმის უნარი, რომ შეიძლება მათთან მუშაობა, მთელი აჭარის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42