„ქართული ოცნება“ დღეს რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მათთან - აცხადებს პარტიის "ტრიბუნა" ლიდერი "ოცნებაზე" საუბრისას და დასძენს, რომ ერთ მხარესაა პრივილეგირებული “ოცნება” თავისი მხარდამჭერებით, მეორე მხარეს დანარჩენი საზოგადოება, ხალხი, ვისაც ყველა აბსოლუტურად უფლება ჩამორთმეული აქვს:
"ერთადერთი რაც მოახერხეს, 2012 წელს ამხელა სიყვარულით მოსული „ქართული ოცნება“ დღეს რკინებით შემოღობილი ატარებს რეგიონებში შეხვედრებს, ხალხი ახლოს რომ ვერ მივიდეს მათთან.
43%-იც ხომ მაგიტომ ამოიღეს, მათზე უკეთ არავინ იცის ადამიანების განწყობა.
ამას ემატება ისიც, რომ „ოცნებას“ ძალაუფლების ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს და თავისი გუნდის რცხვენია:
სიის ყოფილი პირველი ნომერი, გახარია, ცალკე მონაწილეობს არჩევნებში;
ყოფილი პარტიის თავმჯდომარე საერთოდ არ ჩანს;
მომქმედი პარტიის თავმჯომარეც არ ჩანს და კამპანიას ღარიბაშვილი და კუჭავა ხელმძღვანელობს, თან აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანებით გარშემორტყმულები.
მოკლედ, ერთ მხარესაა პრივილეგირებული “ოცნება” თავისი მხარდამჭერებით, მეორე მხარეს დანარჩენი საზოგადოება, ხალხი, ვისაც ყველა აბსოლუტურად უფლება ჩამორთმეული აქვს" - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები