აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შუახევში, სოფელ გომარდულში იმყოფებოდა. არჩილ ხაბაძე მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს მოსახლეობისაგან კიდევ ერთხელ, პირადად გაეცნო. რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივებთან დიდთოვლობით გამოწველი პრობლემების მოგვარებაზე ესაუბრა და უშუქობის მიზეზები განმარტა. შუახეველებს მომავალი წლისთვის მსგავსი პრობლემების აღმოფხვრა აღუთქვა.
„24 საათიან რეჟიმში მუშაობენ ელექტრიკოსები, რომ მაქსიმუმ 25 დეკემბერს

ყველა მუნიციპალიტეტში უწყვეტი ელექტროენერგიის მიწოდება აღდგეს. დაგეგმილია თოვლის დადნობისთანავე შიდა სასოფლო გზების მოასფალტების დაწყება და საკურორტო ზონებში ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა. მომავალ წელს გოდერძის სამთო სათხილამურო კურორტიც მიიღებს ტურისტებს.“ - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
დღესვე გომარდულში სათხილამურო სეზონი გაიხსნა. გომარდულის სპორტული ბაზა უკვე 5 წელია ფუნქციონირებს. 600 მეტრიან სათხილამურო ბილიკზე კვირის ბოლოს აჭარის თასის პირველობა გაიმართება.

შეჯიბრში ხულოსა და შუახევის სასპორტო სკოლების 48 მოთხილამურე მონაწილეობდა. პირველი ადგილის მფლობელს თასი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებულები მედლებითა და სიმბოლური თასებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიება აჭარის სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობათა ფედერაციაისა და სააქციო საზოგადოება „გომარდულის“ ორგანიზებით გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






