23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 12:59, 22 Aug, 2021     2255

ვერძი

მოუსმინეთ საკუთარ გულისთქმას, ინტუიცია გიკარნახებთ რა გზით უნდა იაროთ, რათა მიიღოთ ის, რაც თქვენ გეკუთვნით, მთავარია მკაფიოდ გაარჩიოთ თეთრი შავისგან და არ გადაუხვიოთ სწორი გზიდან.

კურო

დაფიქრდით და კარგად გააანალიზეთ თქვენი ქმედებები. შესაძლოა იმაზე მეტს მოითხოვდეთ სხვებისგან, ვიდრე ისინი ვალდებულებნი არიან, თავად კი არაფრის დათმობა არ გინდათ. დაიცავით ბალანსი და ზომიერება.

ტყუპები

ყოველდღიურად ძლიერდება თქვენი რწმენა მომავლის მიმართ და იზრდება თავდაჯერებულობა. პერსპექტიული სიახლეები გელოდებათ საქმიან სფეროში და სასიყვარულო ურთიერთობებში.

კირჩხიბი

მიაყურადღეთ სამყაროს ხმას და მინიშნებებს, ნუ შეუშინდებით სიახლეებს რათა უმოქმედობით არ დაკარგოთ ფორტუნას მიერ ბოძებული შანსები. მეტად ენდეთ სამყაროს.

ლომი

მოულოდნელ წარმატებას და აღმასვლას თან უნდა ახლავდეს დიდი პასუხისმგებლობაც. საზოგადოების წინაშე ხმაურიანი და კაშკაშა გამოჩენა თქვენი შინაგანი სამყაროს და ემოციური რესურსების გარდასახვას მოიტანს.

ქალწული

სიტუაცია მოითხოვს სხვა კუთხით შეხედოთ მოვლენებს და შეამციროთ თქვენი პრეტენზიები და მოთხოვნები. შეცვალეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ ხედვა და აღქმა, განსაზღვრეთ სამომავლო პრორიტეტები და ღირებულებები.

სასწორი

ნუ დაუპირისპირდებით მათ, ვინც დიდ გავლენას ახდენს თქვენს მომავალ კეთილდღეობაზე. შეუძლებელია ყველაფერი მოახერხოთ საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებით, რომელიც შესაძლოა არ იყოს მოსაწონი სხვებისთვის.

მორიელი

პრობლემა არის იმაში, რომ თავადაც არ ხართ გარკვეული რა აირჩიოთ, რადგან ყველა შესაძლო ვარიანტი საინტერესო და მისაღებია. ნუ დაელოდებით, რომ ყველაფერი თავისთავად გაირკვევა, იფიქრეთ და იმოქმედეთ.

მშვილდოსანი

დღევანდელი მატერიალური სარგებელით შესაძლოა ძალიან კმაყოფილი დარჩეთ, მაგრამ ეს არ არის თქვენი ცხოვრების მთავარი მიზანი. იქნებ სხვა ღირებულებებზე, სხვა სიმაღლეებზე გეფიქრათ?

თხის რქა

დამშვიდდით და განსაზღვრეთ ის თავდაპირველი იდეა, რომელმაც ძალა მოგცათ სამოქმედოთ, გაჰყევით ამ იდეას, როგორც მომავლის ნათელ სხივს და არასდროს დაყაროთ ფარ-ხმალი.

მერწყული

ურთიერთსაწინააღდეგო ემოციების - შიშის და თავდაჯერებულობის ერთდროულმა შემოტევამ, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თქვენი გეგმების განხორციელებას, რა გზას დაადგებით ახლა? სწორედ ამაზეა დამოკიდებული მოსალოდნელი გამარჯვება ან მარცხი.

თევზები

გაუბედაობით ბევრს წააგებთ. საჭიროა წერტილი დაუსვათ ეჭვებს და სწრაფად აწონდაწონოთ დადებითი და უარყოფითი შედეგები. ნურც მცირეოდენი დანაკარგები შეგაშინებთ. სიახლეებს თავისი ადგილი და სივრცე სჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42