"უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი... მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა მა­მი­კო" - ცნობილი ბავშვთა ქირურგი კორონავირუსით გარდაიცვალა
COVID-19 - 22:50, 22 Aug, 2021     2727

ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის პე­დი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის ბავ­შვთა ქი­რურ­გი ალე­კო ბე­რუ­ლაშ­ვილი კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­და­იც­ვა­ლა.

"მად­ლო­ბე­ლი ვარ უფ­ლის, რომ შენი შვი­ლი ვარ, ღმერ­თმა შენ­თან ერ­თად ყოფ­ნის უბედ­ნი­ე­რე­სი 33 წელი მა­ჩუ­ქა... თუმ­ცა ძა­ლი­ან ადრე წა­გიყ­ვა­ნა და დაგ­ვა­შო­რა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ მად­ლი­ე­რე­ბის გრძნო­ბა აღე­მა­ტე­ბა შენი და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­ულ წყე­ნას და ტკი­ვილს. ამი­ე­რი­დან ყველ­გან შენ იქ­ნე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შენს თავს გა­მახ­სე­ნებს, აქამ­დე თუ ერთი იყა­ვი, ეხლა იმ­დე­ნი იქ­ნე­ბი, რამ­დენ ადა­მი­ან­საც უყ­ვარ­ხარ, ყვე­ლას გუ­ლებ­ში გა­აგ­რძე­ლებ სი­ცო­ცხლეს, ვე­რას­დროს და­გი­ვი­წყებს, ვინც ერთხელ მა­ინც გნა­ხა და შენი ღი­მი­ლის და სით­ბოს გემო გა­ი­გო.

სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი და ექი­მი რომ იყა­ვი ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხე, რომ ამ­დენ ადა­მი­ანს ესე შე­აყ­ვა­რე თავი, აქამ­დე რომ არას­დროს მი­ნა­ხავს, ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ტი­რი­ან ცხა­რედ შენი წას­ვლის გამო, რო­გორ მო­ას­წა­რი ამ­დე­ნი სი­კე­თის გა­კე­თე­ბა, ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის და­თეს­ვა?!

ყო­ველ­თვის მი­ნა­თებ­და და მიკ­ვა­ლავ­და გზას შენი გა­კე­თე­ბუ­ლი სი­კე­თე­ე­ბი, ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით მივ­სებ­და გულს შენი გა­დარ­ჩე­ნი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის მად­ლი­ე­რი მშობ­ლე­ბის და­ლოც­ვა. ალ­ბათ იმი­ტომ წახ­ვე­დი ესე ადრე უფალ­თან, რომ ერთი კი არა ათი ადა­მი­ა­ნის გა­სა­კე­თე­ბე­ლი სი­კე­თე გა­ა­კე­თე უკვე, შენი ვალი მო­ი­ხა­დე შენი ქვეყ­ნის, მე­გობ­რე­ბის, ნა­თე­სა­ვე­ბის, ნაც­ნო­ბი თუ უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე...

მა­რა­დი­უ­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ზე მხო­ლოდ ეს არის, სი­კე­თე და სიყ­ვა­რუ­ლი... მად­ლო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, მად­ლო­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის შექ­მნის­თვის, მისი ღირ­სე­უ­ლად, ისევ და ისევ სი­კე­თით და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ძღო­ლის­თვის და მად­ლო­ბა პი­რა­დად ჩემ მი­მართ გა­ცე­მუ­ლი შენი სიყ­ვა­რუ­ლის, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბის, მზრუნ­ვე­ლო­ბის­თვის. მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის, მაგ­რამ ეხლა რა ვქნათ, რომ ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებთ იმ უდი­დეს ტკი­ვილს, რაც შენი წას­ვლით დაგ­ვი­ტო­ვე, არ ვი­ცით, რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ უშე­ნოდ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ვეც­დე­ბით ჩვე­ნი ტკი­ვი­ლით არ და­ვამ­ძი­მოთ შენი ლა­მა­ზი სული, რომ მშვი­დად გა­ნის­ვე­ნო სა­მუ­და­მო ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში.

დრო­ე­ბით გემ­შვი­დო­ბე­ბი იმ იმე­დით, რომ ისე ვი­ცხოვ­რებ, შე­ნამ­დე მო­ვალ სა­ბო­ლო­ოდ... უზო­მოდ მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი... მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რამ­დე, ჩემო ცის­ფერ­თვა­ლე­ბა მა­მი­კო," - წერს ალეკო ბერულაშვილის შვილი მარიამი Facebook-ზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42