"როდისღა უნდა მივხვდეთ, რომ ომში ვართ" - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია
სოც.მედია - 23:06, 21 Aug, 2021     2142

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შარშან, წლის ბოლოს, 23 დეკემბერს ვესტუმრე ტელევიზიაში ძალიან ჭკვიან და სიკეთით სავსე ადამიანს, ბუბა ხოტივარს და ხანგრძლივი საეთერო საუბარი გამოგვივიდა. სხვა საკითხებთან ერთად, ცხადია მთავარს, პანდემიასაც შევეხეთ და როცა ვთქვი: "ომში ისე უნდა მოვიქცეთ, როგორც ომის დროს იქცევიან"- მეთქი, რუსულ ენაზე გაიმეორა: "на войне, как на войне! - რათ უნდა ამას მტკიცება, როდისღა უნდა მივხვდეთ!"-ო... სამწუხაროდ, ეს შესანიშნავი ადამიანი ამ ომში დაიღუპა... დღეს რომ გავიგე გარდაცვლილთა რიცხვი, სწორედ მისი სიტყვები გამახსენდა! როდისღა უნდა მივხვდეთ, რომ ომში ვართ!!? რამდენი უნდა იყოს ამ ომში დახოცილი და დაავადებული (იგულისხმეთ- დაჭრილი) რომ მივხვდეთ ისეთი წესები დავუწესოთ ერთმანეთს, როგორც ომშია?... ძველ დროში, როცა პროფილაქტიკის ბევრი არაფერი საშუალება იყო, ისეთი საოცარი, გულის გამაციებელი წესები ჰქონდათ თვითგაწირვის, ცხოვრებიდან თვითგანსვლის, რომ ახლაც მაჟრჟოლებს! იცოდა ჩვენმა წინაპარმა, რომ ომი იყო უხილავ მტერთან და თავს სწირავდა, თვისტომის, ზოგადად კი- სახეობის გადასარჩენად. საბედნიეროდ, ახლა არაა ამის აუცილებლობა, მაგრამ ის არცთუ რთული წესები მაინც დავუწესოთ ერთმანეთს! ისეთი სიმკაცრით და გარდაუვალობით, როგორც ეს ომს შეეფერება! ნუ მივაჩვევთ თვალს და აზრს დეზერტირებს, მეხუთე კოლონას ნურც ამ და ნურც სხვა-ხილულ მტერთან ომის დროს!"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42