ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე და იან კელისა და დევიდ კრამერის წერილს ეხმაურება და მას საგანგაშოს უწოდებს.
იგი ამბობს, რომ საქართველო დღეს უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას.
"გამოქვეყნებული სტატია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ხელისუფლების მიერ პროდასავლური კურსის ცვლილებას და რუსულ ორბიტაზე კვლავ მობრუნებას, არის საგანგაშო. იქ ჩამოთვლილი ყველა ფაქტი, მათ შორის ძალადობა და ძალაუფლებისთვის ჩაჭიდება, ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული რეჟიმი, ჟურნალისტების, მედიის, ოპოზიციის დევნა, აჩვენებს, რა უმნიშვნელოვანეს გზაგასაყარზე დგას საქართველო". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
შეგახსენებთ, აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა დევიდ კრამერმა გამოცემა Foreign Policy-ში მოსაზრება გამოაქვეყნეს, სათაურით საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია. წერილში ვკითხულობთ, რომ "ქართული ოცნება", თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აქცევს და დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის.
მასალის გამოყენების პირობები