ქუთაისში ქალს "ფაიზერის“ ნაცვლად მეორე დოზა "სინოფარმის“ ვაქცინა გაუკეთეს
COVID-19 - 22:56, 20 Aug, 2021     3818

ქუთაისის მკვიდრი, მარიამ ჭეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ფაიზერის” მეორე დოზაზე მისულს, „სინოფარმის” ვაქცინა გაუკეთეს.

ის ყვება, თუ როგორ აღმოაჩინა სხვა ვაქცინა მისი კუთვნილი „ფაიზერის“ მეორე დოზის ნაცვლად, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკვე აცრეს ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში.

„ფა­ი­ზე­რის მე­ო­რე დო­ზა­ზე მი­სულს სი­ნო­ფარ­მით ამცრეს… წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)ევექ­სი კლი­ნი­კე­ბი • Evex Clinicsჯერ 1 სა­შინ­ლად არე­უ­ლი და ცო­ცხა­ლი რიგი დამ­ხვდა ად­გილ­ზე მი­სულს, (ერ­თმა­ნეთს ახ­ტე­ბო­და ხალ­ხი რიგ­ში) როცა წი­ნას­წარ დავ­რე­გის­ტრირ­დი და ის დრო შე­ვარ­ჩიე რო­მე­ლიც მა­წყობ­და (რა­ვი­ცი, მუ­შა­ობს ხალ­ხი)ამ დროს ოთა­ხი­დან ის­მის ხმა რომ დღეს მხო­ლოდ ფა­ი­ზე­რია ქალ­ბა­ტო­ნო, სხვა აცრა დღეს არ გვაქვს.

მერე მე­ო­რე ძლივს მო­ხუც ექიმ­თან გავ­ლი­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მი­ვე­დი ექთან­თან, უსაყ­ვარ­ლე­სი ქალი იყო, ძაან ში­ნა­უ­რუ­ლად ლა­პა­რა­კობ­და და მეთ­ქი თბი­ლის­ში გა­ვი­გე რომ აე­რი­ათ ვაქ­ცი­ნე­ბი და შე­იძ­ლე­ბა ვნა­ხო-მეთ­ქი და კი აი ნახე, თუ გინ­და გა­და­ი­ღეო, მა­ნა­ხა ფლა­კო­ნი გა­და­ჯღაპ­ნი­ლი ჰქონ­და რა­ღაც, მე მი­ვა­წე­რე, მჭირ­დე­ბო­დაო და უკან ჩი­ნუ­რი წარ­წე­რე­ბია, ვე­კი­თხე­ბი რა­ტომ აწე­რია ჩი­ნუ­რად, წი­ნა­ზე წა­ვი­კი­თხე ფა­ი­ზე­რი-მეთ­ქი და არა ეს არის ფა­ი­ზე­რიო, დღეს სხვა ვაქ­ცი­ნა არც გვაქ­ვსო, სი­ნო­ფარ­მი ორ­შა­ბათს და ოთხშა­ბათს არი­სო და დღეს პა­რას­კე­ვია და გავ­ჩერ­დი (აი აქ იყო ჩემი შეც­დო­მა რომ და­ვე­თან­ხმე, თუმ­ცა რამ­დე­ნი ასე ვინ­მეს რა­მე­ში ჩა­ვე­ძიე იმ­დე­ნი მე გა­მოვ­დი­ვარ მტყუ­ა­ნი, მე ვარ სწერ­ვა და არა­ვის უყ­ვარს ასე ჩა­ძი­ე­ბე­ბი და მა­გის თავი გა­ა­ა­ა­ა­აქვს ?).

აც­რის შემ­დეგ გად­მოვ­ჯე­ქი ცოტა მო­შო­რე­ბით, მო­დის ეს ექთა­ნი აი მა­ცი­ვა­რი აქ არის, გა­ნა­ხებ შე­ფუთ­ვას, თუ გინ­და გა­და­ი­ღეო, თით­ქოს არც ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ გა­მიმ­ზა­და და გა­და­ვი­ღე. აქაც ჩი­ნუ­რად აწე­რია ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ მა­ინც არ ვიხ­რი წარბს, რად­გან ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნებს ვენ­დო­ბი : ) აქაც ვკი­თხე აი ეს აწე­რია მეთ­ქი და არაო ესა­აო რა და გავ­ჩერ­დი. ამა­სო­ბა­ში ჩემს მერე ვი­ღაც კაცი შე­ვი­და და იმა­ნაც იკი­თხა ხო ფა­ი­ზე­რი­აო და კიო ექიმ­მაც და ექთან­მაც, დღეს ფა­ი­ზე­რის დღე­აო. გა­მო­ვე­დი მო­საც­დელ­ში და ამა­სო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობ აწე­რია Beijing Institute of Biological Products. დავ­გუ­გ­ლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG).

ბე­ი­ჯინ­გის ინ­სტი­ტუ­ტი აწარ­მო­ებს სი­ნო­ფარმ­სო. შე­ვუ­ვარ­დი იმ ქალს ავ­ტე­ხე ერთი ამ­ბა­ვი. მე და ეს კაცი ვი­ყა­ვით მხო­ლოდ მე­ო­რე დო­ზა­ზე, და­ნარ­ჩე­ნე­ბი პირ­ველ დო­ზა­ზე იყ­ვნენ.მა­ცივ­რი­დან გა­მო­ღე­ბულ შეკ­ვრას აკ­ლდა 1 შეკ­ვრა (სა­ვა­რა­უ­დოდ ეგ იყო ამო­ღე­ბუ­ლი, არ ვიცი შეკ­ვრა­ში რამ­დე­ნი ფლა­კო­ნია, მაგ­რამ დიდი ეჭვი მაქვს ჩე­მამ­დეც ყვე­ლას სი­ნო­ფარ­მით ცრიდ­ნენ და ფა­ი­ზერს უწერ­დნენ)ფა­ი­ზე­რის დოზა არის 0,3 ერთ აც­რა­ზე ერთ ადა­მი­ან­ზე, სი­ნო­ფარ­მის დოზა არის 0,5 ერთ აც­რა­ზე ერთ ადა­მი­ან­ზე. მე ამიც­რეს 0,3 სი­ნო­ფარ­მი. ანუ არე­ვაც რომ იყოს შე­საძ­ლე­ბე­ლი მე­ო­რე აცრა სრუ­ლად არ ით­ვლე­ბა.

ჯან­დაც­ვა­ში და­რე­კეს ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. 2 კვი­რა­ში მობ­რძან­დით, გა­გი­კე­თებთ ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე ტესტს და მერე გე­ტყვით ით­ვლე­ბით თუ არა სრუ­ლად ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლიო. თუ არა­და ისიც არ იცი­ან ალ­ბათ რას იზა­მენ.

დი­რექ­ტორ­მა, მა­მუ­კა იო­სე­ლი­ან­მა პირ­ველ ად­გილ­ზე და­ვა­ყე­ნებ ამ საქ­მეს და თით­ქოს ჩემი პი­რა­დი იყოს ისე მივ­ხე­და­ვო, იმ­ნა­ძე­საც და­ვუ­რე­კა­ვო, ავაწ­რი­ა­ლე ყვე­ლაო… პირ­ველ რიგ­ში, არის ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ბრა­ლი, რად­გან წე­სი­ე­რად ექი­მე­ბი/ექთ­ნე­ბი ვერ გა­და­უმ­ზა­დე­ბი­ათ და ვერ და­ა­მახ­სოვ­რე­ბი­ნეს რომ ფა­ი­ზე­რის ვაქ­ცი­ნის დროს ფა­ი­ზე­რი უნდა ეწე­როს ფლა­კონს და სი­ნო­ფარ­მის დროს რა­ღაც ჩი­ნუ­რი იე­როგ­ლი­ფე­ბი. ასე­ვე ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ბრა­ლია ის, რომ ჩემი გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბია უფრო ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნია ვიდ­რე ის მო­ხუ­ცი ექი­მი ქალ­ბა­ტო­ნი.

კი­დევ ის, რომ ამ­ხე­ლა კლი­ნი­კა­ში 1 ექი­მი და 1 ექთა­ნი ცრის და თა­ნაც ასე­თი “ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი”. მაგ­რად მიკ­ვირს ისე­თი ექი­მე­ბის ხელ­ში, გო­გო­ე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ რომ აბა­რებ­დნენ სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, რომ თეთრხა­ლა­თი­ა­ნი სარ­ძლო კარ­გი სარ­ძლოა, სა­ერ­თოდ ცო­ცხლე­ბი რო­გორ ვართ UPDATE: გამ­ყრე­ლი­ძის მო­ად­გი­ლე ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნამ სა­ზღვარ­გა­რეთ არის არე­უ­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის პრაქ­ტი­კა და შე­დე­გე­ბი ძა­ლი­ან კარ­გი­აო, ჯანრმთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ ჩვენ­თან არ არის ჯერ ეგ სის­ტე­მა და არ იცი­ან რო­გორ ჩა­წე­რონ პირ­ვე­ლი ფა­ი­ზე­რი და მე­ო­რე სი­ნო­ფარ­მი“- წერს ჭეიშვილი.

რადიო “თავისუფლების” ცნობით, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია მოკვლევა და კლინიკური გუნდი შეისწავლის შემთხვევას. ვაქცინაციის პროცესში მონაწილე მედდას უფლებამოსილება შეუჩერდა და ვაქცინირებულ ორ პირს საჭიროების შემთხვევაში გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

სამედიცინო ცენტრის მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიწოდებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ კლინიკაში ვაქცინაციის პროცესი მაქსიმალურად კონტროლდება და დაცულია ყველა შესაბამისი რეკომენდაცია.

„სამწუხაროდ, მოხდა ვაქცინის არევის ფაქტი. გვინდა აღვნიშნოთ, რომ კლინიკურად ასეთი შემთხვევები შესწავლილია და საბედნიეროდ, სიცოცხლისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამის მიუხედავად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, მედდას უკვე შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ამ ფაქტის შესწავლა შემდგომი რეაგირებისათვის. საბედნიეროდ, ვაქცინირებული 2 პირი თავს კარგად გრძნობს. მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს კომპანია. ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ კლინიკური გუნდის ჩართულობით ჩავუტაროთ მათ ყველა შესაბამისი გამოკვლევა და ჯანმრთელობის მონიტორინგი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42