ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, მუშაობა მიმდინარეობს ცალკე ონლაინ კლინიკის შექმნაზე, რომელიც მეანგინეკოლოგებით იქნება დაკომპლექტებული და COVID-19-ით ინფიცირებულ პაციენტებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას.
"ბოლო პერიოდის განმავლობაში ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა. დილით ამ საკითხზე მეანგინეკოლოგების ასოციაციების წარმომადგენელთან შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, ინტენსიურად გაგრძელდება ორსულთა მეთვალყურეობის პროცესში კოვიდის საწინააღმდეგო ღონისძებების კიდევ უფრო აქტიური ჩართვა, მათ შორის ორსულების ტესტირება, ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე მნიშვნელოვანია, რომ მას აქვს თუ არ აქვს სიმპტომი, მნიშვნელობა არ აქვს, შევთავაზოთ კოვიდტესტირება.
ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ცალკე ონლაინ კლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეანგინეკოლოგებით, რომლებიც კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას. დღევანდელი ონლაინ კლინიკები ძირითდად დაკომპლექტებულია ოჯახის ექიმებით. ბუნებრივია ოჯახის ექიმებსაც შეუძლიათ ორსულების კონსულტირება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ კიდევ მეტად სპეციალიზირებული კონსულტირება ჰქონდეთ", - განაცხადა გაბუნიამ.
მასალის გამოყენების პირობები