სხვა დაავადებები არ გამქრალა, თუ ჰოსპიტლებში ადგილები არ იქნება, ადამიანები ინფარქტით, ინსულტით სახლებში დაიღუპებიან - გეგეჭკორი
COVID-19 - 20:19, 19 Aug, 2021     1706

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და სთხოვს დაიცვან წესები იმისთვის, რომ უფრო მეტად არ დამძიმდეს ეპიდვითარება და საავადმყოფოები სრულად არ ჩაიკეტოს.

მისივე თქმით, სხვა დაავადებები არ გამქრალა. თუ ჰოსპიტლებში ადგილები არ იქნება, ადამიანები ინფარქტით, ინსულტით და სხვა დაავადებებით სახლებში დაიღუპებიან.

"ძალიან გთხოვთ ყველას, თუ რაიმეს ნიშნავს ჩემი სიტყვა ვინმესთვის, ძალიან მარტივი დასაცავია ეს. ატარეთ ნიღაბი, ის მართლა იცავს, თქვენგან იცავს სხვას. შეიძლება თქვენ არ დაგიცვათ სრულად ინფიცირებისგან, მაგრამ თქვენ თუ ხართ ინფიცირებული, იცავს სხვებს, რომ თქვენ მიერ გავრცელებული წვეთები მათ ორგანიზმში არ მოხვდეს. დაიბანეთ ხელები, ატარეთ ე.წ. სანიტაიზერები, ნუ იქნებით ერთმანეთთან კონტაქტში, ტელეფონით ესაუბრეთ ერთმანეთს, შორიდან ისაუბრეთ, ღია სივრცეებში შეხვდით ერთმანეთს. ოჯახში მოერიდეთ ერთმანეთთან კონტაქტს, რომ როგორღაც დავასრულოთ ეს პანდემია" - ამბობს ნანა გეგეჭკორი "დღის სტუმრის" ეთერში.

წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი თქმით, დაგდება ქვეყნის სრულად ჩაკეტვის აუცილებლობა, რადგან სხვანაირად ვირუსის აფეთქების შეკავება გაჭირდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42