ბლოგერი მარგო ლესკო სოციალურ ქსელში ახლობლის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ქალბატონს, რომელიც წაიქცა და თავი დაარტყა, შესაბამისი დახმარება ვერ აღმოუჩინეს იმის გამო, რომ რეანიმაციაში არსად ადგილი არ იყო:
„ნაცნობის დედა კიბიდან გადავარდა და თავი დაარტყა. გონება დაკარგა. დილიდან დაატარებდნენ კლინიკიდან კლინიკაში და არსად რეანიმაციაში ადგილი არ იყო. საღამოს გვიან სადღაც გათავისუფლდა ადგილი, ოპერაციაც დაიგეგმა, მაგრამ გვიანი იყო უკვე. გარდაიცვალა. მთელი დღე დაიკარგა, ხალხო, თავდარტყმულ გათიშულ ქალს საათობით ანჯღრევდნენ მანქანით. აქ მარტო კოვიდიანების გადაყვანა არ გადაყვანაზე აღარაა ლაპარაკი, ნებისმიერი რამით ცუდად გახდომაა უკვე საშიში. აღარც კლინიკაა საკმარისი, აღარც ექიმი და ექთანი და აღარც მათი ენერგია. ჯოჯოხეთია ჩვეულებრივი“.
მასალის გამოყენების პირობები