"წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს მოქმედებაში" - არქიმანდრიტი იოანე
სოც.მედია - 09:23, 19 Aug, 2021     2131

დასავლეთ ევროპის ეპარქიის, რო­მის წმინ­და ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი, არ­ქი­მან­დრი­ტი იო­ა­ნე (ხე­ლა­ია) სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

“როგორი ქაოსი, პანიკა და შიში სუფევს ჩვენს ქვეყანაში, ყველას შეგვეხო პირდაპირ თუ ირიბად, ყველა შეგვაშინა და დაზაფრულები ვართ.

ამ ბოლო მოვლენებმა დამანახა, რომ ყველა ვირუსზე, ყველა სნეულებაზე საშიში ადამიანი ყოფილა. ყველაზე დაუნდობელი.

არა შეწყალება, არა თანაგრძნობა და რაც უმთავრესია – არა სიყვარული. წამლის სითხეში ვეძებთ ჩასახლებულ ეშმაკს, არადა ის ჩვენშია, ჩვენს მოქმედებაში.

სადაც სიყვარული არ არის, სადაც მოწყალება და თანაგრძნობა არ არის, იქ მხოლოდ ბოროტია.

არც წამლის დეფიციტი დაგვღუპავს და არც წყლის, არც ნავთობის, არც ხორბლის, არამედ დეფიციტი სიყვარულისა. რასაც მთელი სამყარო განიცდის დღეს.

არანაირი ვირუსი ისე არ დაგვაზიანებს, როგორც გაბოროტებული ადამიანი.

სიყვარულის დეფიციტი – აი, ეს არის ყველაზე დამღუპველი ვირუსი, რომელიც ანადგურებს ყველას და ყველაფერს! ღმერთმა გვიშველოს ყველას. ღმერთი არის სიყვარული!", - წერს არქიმანდრიტი სოციალურ ქსელში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42