საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოებს აქტიურად აგრძელებს.
პროექტის ფარგლებში გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისათვის სპეციალურად დამზადებული TBM (Tunnel Boring Machine) დანადგარის აწყობის და ტესტირების სამუშაოები უკვე ფინალურ ფაზაშია.
ტესტირების პროცესში წარმატებით დასრულდა დანადგარის პირველი სატესტო ჩართვა და საბურღი დანადგარის დატრიალება. 9 კმ-იანი გვირაბის ბურღვის სამუშაოები სექტემბრიდან დაიწყება.
TBM-ის დანადგარი ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გვირაბგამყვანი მანქანაა. ამ მეთოდით გვირაბის მშენებლობა მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას და უსაფრთხო. TBM-ის მანქანა, გვირაბის გაყვანის პარალელურად, უზრუნველყოფს გვირაბის ბეტონით მოპირკეთებას, რაც უფრო მეტად ზრდის უსაფრთხოების სტანდარტს.
ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზისა გვირაბის მშენებლობის პროექტი ამ მიმართულებით ტრანსპორტის უწყვეტ და უსაფრთხო გადაადგილეაბს წელიწადის ნებისმიერ დროს უზრუნველყოფს. ამჟამად არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე, რომელიც ზამთრის დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო არ არის უსაფრთხო. ახალი მაგისტრალური გზისა და გვირაბის მშენებლობით მოგვარდება გადაადგილების მუდმივი პრობლემა.
გვირაბი, რომელიც ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის პროექტის ფარგლებში აშენდება, სიგრძით 9 კმ, ხოლო სიგანით 15 მეტრი იქნება და მისი ანალოგი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში არ იარსებებს.
მასალის გამოყენების პირობები