ძმის წამოსაყვანად მივიდა და მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან ესროდნენ - ადვოკატი ამბობს, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა
სამართალი - 12:59, 18 Aug, 2021     3784

განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ უნდა წაუყენონ, რადგან აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და თავის, თავისი ძმისა და მისი მეგობრების სიცოცხლეს იცავდა:

“იმაზეც გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა, მართლსაწინააღდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით.

მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო.

მე არ მაქვს მონაცემები, რომ ბრალდების წაყენებას აპირებენ, არავის უთქვამს. 24 საათია გასული მისი დაკავებიდან და აქვთ ჯერ დრო. იმედი მაქვს, ვერ წარუდგენენ ბრალდებას და არც დაგვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. 72 საათში თუ ვერ იქნა ბრალდება წარდგენილი, უნდა გაათავისუფლონ”, – აცხადებს ადვოკატი ტარიელ მურმანიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42