"აუცილებლად წასაკითხი! გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! - რას წერს ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი
სოც.მედია - 22:02, 17 Aug, 2021     2707

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"აუცილებლად წასაკითხი!

მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.

ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი - აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო COVID-19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი, რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:

1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.

2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პიზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა - სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.

3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას - ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები.

4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.

კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!", - წერს დავით გადელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42