რატომ შეიქმნა "ტოცილიზუმაბზე" დეფიციტი - ცერცვაძის განმარტება
საზოგადოება - 19:58, 17 Aug, 2021     1597

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის, "ტოცილიზუმაბის“ საქართველოში შემოტანაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეპარატის ახალი პარტია უკვე შემოვიდა, თუმცა ის მალევე გაიხარჯება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ როდის მოხდება მარაგის შევსება და ეს დამოკიდებული იქნება "ტოცილიზუმაბის“ მწარმოებელი კომპანიის, "როშის“ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აქტიურ ქმედებებზე, რათა დეფიციტის პირობებში, მოხერხდეს წამლის შემოტანა.

„როგორც ვიცი, საქართველოში 500 ფლაკონი არის შემოტანილი. „ტოცილიზუმაბზე„ დეფიციტი ორი მიზეზით შეიქმნა. პირველი - იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ წელიწადნახევრის წინ ვხმარობდით ამ პრეპარატს და მოვუწოდებდით ყველას, რომ ეხმარათ, ჩვენი ოპონენტები, აი ისინი, ვისაც დღეს უხარია, რომ ბევრი შემთხვევა და გარდაცვალებაა, სასტიკად გვაკრიტიკებდნენ, ამბობდნენ, რომ ჩვენ ადამიანებზე ჩვენ ექსპერიმენტებს ვატარებდით და ეს პრეპარატი არ იყო აღიარებული მსოფლიოს მიერ.

ისინი მოუწოდებდნენ კლინიკებს, რომ ეს პრეპარატი არ გამოეყენებინათ. ამიტომ, სულ 7-8 კლინიკა იყენებდა „ტოცილიზუმაბს“. შემდეგ მოვახერხეთ დარწმუნება და ყველამ დაინახა, რომ გადარჩენილი პაციენტების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. ამიტომაც, ერთბაშად ყველამ გადაწყვიტა ამ პრეპარატის გამოყენება. ბუნებრივია, მარაგი გაცილებით ნაკლებზე იყო გათვლილი და შეუძლებელი იყო იმის პროგნოზირება, რომ ყველა კლინიკა ჯადოსნური ჯოხის აქნევის სცენარით დაიწყებდა ამ პრეპარატის გამოყენებას“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, პრეპარატის დეფიციტის მეორე მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით ამ მედიკამენტის მცირე რაოდენობა.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც „ტოცილიზუმაბს“ ალღო აუღო. არ მერიდება, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც „ტოცილიზუმაბის“ ფართოდ გამოყენება დავიწყეთ. ახლა მსოფლიოს გარშემოც ყველამ ისწავლა, რომ ეს მედიკამენტი ძალიან კარგია და 3-5-ჯერ მისი მოხმარება გაიზარდა. ამას ერთადერთი კომპანია - „როში“ აწარმოებს და ის არ აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ ასეთი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა. მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოში ამ პრეპარატის დეფიციტი ნაკლებად არის“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42