წინანდალში გუშინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონი , ზურაბ ზვიადაური და მეორე ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი ადვოკატმა მოინახულა. მაგდა კოტრიკაძე აცხადებს, რომ ორივე მათგანი დუმილის უფლებას იყენებს.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ადვოკატი საქმის დეტალებზე საუბრისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. მისი თქმით, დაკავებულებს ბრალს ხვალ წარუდგენენ.
„მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი.
ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდგომ შეიძლება, გამოყენებული იყოს დაცვის მხარის წინააღმდეგ“, – განაცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ მკვლელობის საქმეზე შსს-მ ზურაბ ზვიადაური და ჯაბა ჯანგირაშვილი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები