საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავის კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით:
“მინდა ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგიზიაროთ – ამ ისტორიულ, ულამაზეს ადგილზე ვიმყოფებით, ცნობილ გონიოს ციხეში. აქვე ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ასევე უნიკალური ადგილი – გონიოს ყოფილი პოლიგონი, რომელიც არის დაახლოებით 300 ჰექტარი, უფრო მეტიც. ჩემი დავალებით, მთავრობა მუშაობს, მათ შორის აჭარის ადგილობრივი ხელისუფალი, ბატონი თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთდ და გვაქვს შემდეგი ხედვა, რომ გონიოს ყოფილი პოლიგონის ადგილზე უნდა შეიქმნას სპეციალური ეკონომიკური ზონა, თავისი ფინანსური ცენტრით. რეალურად, ახალი ქალაქის მშენებლობას ეხება აღნიშნული პროექტი და იდეა. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ კონცეფციაზე, რომელიც წლის ბოლოს იქნება დასრულებული. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ საუკეთესო კომპანია და ორგანიზაცია, რომელიც ამ სფეროშია სპეციალზებული და გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი, თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად, ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და რეგიონში. ამას სჭირდება სიმშვიდე და სტაბულორობა, ჩვენს მოქალაქეებს არ სჭირდებათ რევოლუციები, რასაც ქართული ოცნება თავიდან აარიდებს მოსახლოებას” – თვქა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები