პირი, ვინც თენგიზ გუნავას იარაღი ჩაუდო და ვანო მერაბიშვილი საკნიდან გაიყვანა, დადგენილია
საზოგადოება - 22:29, 22 Dec, 2013     13623

პირი, რომელმაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში შეასრულა ზემდგომთა დავალება და იარაღი ჩაუდო თენგიზ გუნავას, სულ ახლახან კი, ასევე ზემდგომთა დავალებით, საკნიდან გაიყვანა და მთავარ პროკურორთან შესახვედრად წაიყვანა ვანო მერაბიშვილი, დადგენილია, - ამის შესახებ ექსკლუზიურად „ნიუპოსტს“ ძალოვნებთან დაახლოებულმა წყარომ აცნობა და ყოფილი პოლიციელის ვინაობაც დაასახელა, თუმცა „ნიუპოსტი“ მას, უდანაშაულობის პრეზუმპციიდან გამომდინარე, მხოლოდ ინიციალებით ასახელებს.

მუშაობს თუ არა გია ქ.-ძე ამჟამად შსს-ში ან რომელიმე სხვა, სამართალდამცველ სტრუქტურაში, „ნიუპოსტმა“, ჯერჯერობით, ვერ გაარკვია, მაგრამ დაადგინა, რომ ის ძველი პლეადის, ჯერ კიდევ შევარდნაძისდროინდელი ხელისუფლების პოლიციის თანამშრომელია და შსს-ში „ნაციონალების“ მმართველობის დროსაც მუშაობდა, თუმცა, მის სიძესთან დაკავშირებული ნარკოსკანდალის გამო, რომელშიც, წინასწარი შეცნობით, ის ხელშემწყობის, ე.წ. „კრიშის“ როლში გამოდიოდა, დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ, სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა, გია ქ.-ძე შსს-ს სისტემაში არ მუშაობდა და პოლიციელის მუნდირი ისევ მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოარგეს, როგორც წყარო ამტკიცებს, „შავი და საეჭვო საქმეების“ გასაკეთებლად.

პირველი დავალება, რაც მან ახალი ხელისუფლებისგან მიიღო, მაშინდელი შსს-ს გენინსპექციის უფროსის თენგიზ გუნავას დაკავების ოპერაცია იყო. როგორც წყარო ამბობს, ზუსტადაა დადგენილი, რომ სწორედ მან ჩაუდო იარაღი თენგიზ გუნავას.

წყარო აცხადებს, რომ ამ თემას თავად გუნავა საკუთარი წყაროებით ამოწმებდა და ამის გარდა, ასახელებს ერთერთ ქალბატონს, რომელმაც ეს ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის კულუარებიდან გამოიტანა.

მისი თქმით, ეს ქალბატონი ადრინდელ შსს-ში მოსმენების განყოფილებასთან იყო დაკავშირებული, დღეს კი „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი და პოლიტიკური პარტნიორია ერთერთ წარმომადგენლობით ორგანოში.

წყაროს თქმით, გუნავას სკანდალის შემდეგ გია ქ.-ძე დროებით ჩამოაშორეს შსს-ს და ცნობისმოყვარე თვალს გაარიდეს, თუმცა, სწორედ ეს პიროვნება დასჭირდათ, როცა ახალმა მთავარმა პროკურორმა ვანო მერაბიშვილთან „მეგობრული გაბაასება“ მოინდომა.

ამასთან, „ნიუპოსტის“ წყარო ვერ აზუსტებს, იცნობდა თუ არა ვანო მერაბიშვილი გია ქ.-ძეს, თუმცა, დანამდვილებით ამბობს, რომ სწორედ მან გაიყვანა საკნიდან ვანო მერაბიშვილი:

„ის ყველაზე დაინტერესებულ პირად წარმოაჩენდა თავს და თანაც, უხეშობდა, მაშინ, როცა ამ ოპერაციის სხვა მონაწილეები ჩუმად ასრულებდნენ მათთვის არასასიამოვნო დავალებას“, - ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო.

„ნიუპოსტთან“ საუბარში თენგიზ გუნავა არც ადასტურებს და არც უარყოფს მის საქმესთან ვინმე გია ქ.-ძის კავშირის ფაქტს:

„ჯერ ვერაფერს გეტყვით, ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს“, - უთხრა მან „ნიუპოსტს“.

დეა არდია, "ნიუპოსტი".

ზურაბ ჯავახაძის ფოტო





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42