აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ავღანეთის პოლიტიკური ლიდერების ნაბიჯებს აკრიტიკებს.
პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.
"რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის არმია ჩამოიშალა, ზოგი ბრძოლასაც არ შეეცადა. სხვა თუ არაფერი, ბოლო კვირებში მომხდარმა ამბებმა დაგვანახა, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნის დასრულება ავღანეთში კარგი გადაწყვეტილება იყო. არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომლის ბრძოლაც საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს.
ჩვენ თითქმის ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ გავწრთვენით ავღანეთის სამხედრო ძალები - 300 000 ძლიერი, საუკეთესოდ აღჭურვილი მათგანი. მათ ჰყავდათ უფრო დიდი არმია, ვიდრე ჩვენს ბევრ ნატოს მოკავშირეს ჰყავს. მათ ყველა საჭირო ბერკეტი მივეცით. ჩვენ მათ ხელფასებს ვუხდიდით. ჩვენ მათ ყველა შანსი მივეცით, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. მაგრამ თუ ავღანეთი ვერ ახერხებს თალიბანის მიმართ ახლა რეალურ წინააღმდეგობას, არ არსებობს შანსი, რომ ადგილზე ამერიკული სამხედროების დახმარების კიდევ ერთი, ხუთი ან 20 წელი რამეს შეცვლის. არასწორია ამერიკულ ჯარებს უთხრა იომონ, როცა ავღანეთის საკუთარი შეიარაღებული ძალები ამას არ აკეთებენ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები