ეს მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ დამეტოვებინა ქვეყანა - მიხეილ სააკაშვილი ავღანეთზე
პოლიტიკა - 20:51, 16 Aug, 2021     2815

ავღანეთში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება და აცხადებს, რომ ის, რაც ახლა ავღანეთის აეროპორტში ხდება, მსგავსი სცენარი 1992 წელს განვითარდა სოხუმში, ხოლო 2008 წელს განვითარდებოდა თბილისში, მას რომ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიეღო.

"რა სცენებსაც ვუყურებთ ახლა ავღანეთის აეროპორტში, ეს იყო რაც მოხდა სოხუმში 1992 წელს და ეს იქნებოდა ის, რაც მოხდებოდა თბილისში 2008 წელს, მე რომ მიმეღო ზოგიერთი ჩვენი "კეთილმოსურნის" წინადადება და დავმორჩილებოდი რუსეთის შანტაჟს და დამეტოვებინა ქვეყანა, იმიტომ რომ ერთ-ერთი აეროპორტი რომელსაც არ ბომბავდნენ და რომელიც გახსნილი იყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, მხოლოდ ერთადერთი მიზნით რომ მე და ჩემს ოჯახს დაგვეტოვებინა საქართველო და მე ამაზე კატეგორიულად უარი ვთქვი და რითიც გადავარჩინე ჩვენი დედაქალაქი

და გადავარჩინე ჩვენი ქვეყანა, იმ სცენებს რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ ქაბულში.

რაც შეეხება, იმას თუ რატომ ჩამოიშალა ავღანეთის არმია - ჩამოიშალა კორუფციის და სრული რწმენის არ ქონის გამო საკუთარ მთავრობაში.

ის, რაც ხდება დღეს საქართველოში - დღეს საქართველო არის უფრო დაუცველი, ვიდრე არასდროს. დღეს საქართველოში იგივე რამე, მსგავსიც რომ გამეორდეს მიახლოებითაც ქართული სახელმწიფო გაქრება. ამიტომ ჩვენ უნდა დროზე დავიცვათ ჩვენი თავი და გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა." წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, ავღანეთს უკვე სრულად აკონტროლებს თალიბანი. ქვეყანა ჯერ კიდევ გუშინ დატოვა პრეზიდენტმა, ხოლო ფაჯგუფების წარმომადგენელმა BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ძალაუფლების "მშვიდობიანად გადაბარების" შემდეგ, ავღანეთის ისლამური საამირო დაარსდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42