ოჯახური ძალადობა შიდა ქართლში - 22 წლის გოგო ყვება, რომ ქმარი ტანსაცმლის საკიდით სისტემატიურად სცემდა.
მათივე თქმით, მოძალადე დაიჭირეს, თუმცა მალევე, ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
"ჩემმა დედამთილმა წააქეზა ჩემი ქმარი და უმოწყალოდ მცემა. დამემუქრა ჩემი ქმარი, რომ შენ პატრონი არ გყავს და ძმას მოგიკლავო, ერთხელ ვიჩივლე და ციხეში დაჭერილი გამოუშვეს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა. თან იძახდა, ისე ძალინ სცემე, რომ ჩვენი დანახვის ეშინოდესო. თავში და სახეში მირტყამდნენ, მერე საყვავილე მესროლა. ყველაფერი მტკივა, მთელი სხეული მტკივა, ეს გაუსაძლისია. წარბი გავიკეთე სალონში და რომ მოვედი ასე გამისწორდნენ",- თქვა 22 წლის ქალმა.
გამოძიება მომხდარზე ძალადობისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები