გადაცემაში “მთავარი აქცენტები” ანზორ მელიამ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა:
“დღეს, როდესაც ჩემ სამშობლოს გადარჩენა სჭირდება და ჩემი ექიმობა არაფერია იმასთან შედარებით, რაც საქართველოს გადარჩენა, ამიტომ 74 წლის კაცმა დაუფიქრებლად მივიღე გადაწყვეტილება ბრძოლაში ჩავერთო” ამბობს ანზორ მელია.
იგი ამბობს, რომ შეთავაზება შვილისგან მიიღო და მეგობრებმაც დაარწმუნეს, რომ დათანხმებოდა. აზორ მალიას თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები რეფერენდუმია, რომელიც ქვეყნის ბედს წყვეტს:
“ღამის 11 საათზე ნიკამ დამირეკა წუხელი და მითხრა, მამა, ზუგდიდის მერობის კანდიდატად უნდა წარგადგინოთო, მეგობრებმა ასე გადავწყვიტეთო. მე ვუთხარი, არ იცი რამდენი წლის ვარ, რა დროს ჩემი მერობაა. არა, საჭირო რომ ხარო, დღეს მეგობრებმაც დამარწმუნეს, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადამედგა... არჩევნები კი არ არის ეს, ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება საქართველოს ბედი, იარსებებს დამოუკიდებლად საქართველო თუ, იქნება რუსეთის ერთ ერთი რეგიონი” ამბობს ანზორ მელია “მთავარ აქცენტებში”-ამბობს იგი.
მასალის გამოყენების პირობები