ვინ აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ანუ იურიდიული კაზუსი გადაწყვეტილებაში
სამართალი - 20:49, 22 Dec, 2013     3813

„სახალისო იქნება, ხვალ თბილისის მერმა რომ განაცხადოს, არსადაც არ მივდივარ, სასამართლოს ჩემთვის არაფერი დაუვალებია, თუკი კანონით ვინმე არის უფლებამოსილი გამოსცეს დოკუმენტი და დავემორჩილეობიო“, - სასამართლოს გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გიგი უგულავას გადაყენების შესახებ იურისტი ლევან ალაფიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ საქმე გვაქვს იურიდიულ კაზუსთან.

მისი თქმით, თანამდებობიდან გადაყენების ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა სამართლებრივი პრობლემა შექმნას:

„მოქმედი კანონით სასამართლოს აქტები ექვემდებარება აღსრულებას, რაც კონკრეტული დაწესებულებებისა თუ ჩინოსნების მიერ აღსასრულებელი გადაწყვეტილებების გამოცემას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანალოგიურ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება აღასრულა საქართველოს პრეზიდენტმა და თანამდებობიდან გადააყენა გაერთიანებული შტაბის უფროსი.

“სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს.” – აღნიშნულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლში.

ვგონებ მიხვდით და ჩემი დამატებითი დახმარების გარეშეც დასვამთ კითხვას: თბილისის მერს (ისევე როგორც სხვა პირდაპირი წესით არჩევით თანამდებობის პირს) ზემდგომი ან დამნიშნავ-გამთავისუფლებელი რომ არ ჰყავს და არც მისი იმპიჩმენტის საშუალება არსებობს, ვინ უნდა გამოსცეს გათავისუფლების ბრძანება და ვინ უნდა შეატყობინოს სასამართლოს?

სასამართლოს ამ განჩინების ადრესატი თვით ბრალდებული კი არ არის არამედ ამ ბრალდებულ თანამდებობის პირზე “ზემდგომი”, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნდოვანობაზე საუბრობს GHN-თან საუბარში კიდევ ერთი იურისტი, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანამდამფუძნებელი მამუკა ჟღენტი:

„ორგანული კანონის თანახმად, მერს უფლებამოსილება უწყდება სასამართლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში შესვლიდან, რაც სახეზე არ არის.

არადა, ორგანული კანონი უფრო მაღლა დგას ნორმათა იერარქიაში და თუ არსებობს ორს შორის კოლიზია/შეუსაბამობა, უპირატესი ძალა ორგანულ კანონს გააჩნია.

შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად საკმაოდ ბუნდოვანია და გარკვეულ კითხვებს ბადებს", - აცხადებს მამუკა ჟღენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42