დემენცია არის სინდრომი, რომელიც აღმოცენებული თავის ტვინის ქრონიკული ან პროგრესირებადი დაავადების შედეგად, რომელიც ხასიათდება უმაღლესი ქერქული ფუნქციების (მათ შორისაა: მეხსიერება, აზროვნება, ორიენტაცია, შემეცნება, არითმეტიკული უნარი, დასწავლის უნარი, მეტყველება და კრიტიკული ფუნქციები) უმრავლესობის დარღვევებით. ცნობიერება ნათელია. კოგნიტიურ დარღვევებს ხშირად თან სდევს და ზოგჯერ წინაც უსწრებს ემოციათა კონტროლის უნარის დაქვეითება, სოციალური ქცევის ან მოტივაციის დარღვევები. (ჯანმო-ს ფსიქიატრიის ლექსიკონები). დემენციის ერთერთი ფორმაა ალცჰეიმერის დაავადება. დემენცია ძირითადად ასაკოვან ადამიანებს უვითარდებათ.
დაავადების განკურნება შეუძლებელია, თუმცა, ექიმები თვლიან, რომ თუ ახალგაზრდობაში უარს იტყვით რამდენიმე ერთი შეხედვით უწყინარ ჩვევაზე, მისი რისკი საგრძნობლად შემცირდება. კერძოდ:უარი თქვით დიდი რაოდენობით ყავის დალევაზე. ამ ჩვევამ შესაძლოა ტვინის სერიოზული პრობლემები წარმოქმნას, რომელიც ათეულობით წლების შემდეგ განმომჟღავნდება. ამ დასკვნამდე სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერები ფართომასშტაბიანმა კვლევამ მიიყვანა. მათ გაანალიზეს 37-დან 73 წლის ასაკის ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაასკვნეს, რომ რაც მეტ ყავას იღებს ადამიანის ორგანიზმი, მით უფრო მცირდება მისი თავის ტვინის მოცულობა. კერძოდ, ადამიანები, ვინც 6 ჭიქაზე მეტ ყავას მიირთმევს ბებრული მარაზმით დაავადების რისკის ქცეშ არიან. ამავე შედეგამდე მივიდნენ ფრანგი და პორტუგალიელი მეცნიერებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ დიდ ოდენობით კოფეინი ტვინის სხვადასხვა ნაწილებს შორის ფუნქციონალურ კავშირებს შლის.
სრულფასოვანი ძილი. ბრიტანელი, ფრანგი და ნიდერლანდელი ექიმების დასკვნით, დემენციით დაავადების რისკის ქვეშ არიან ის ადმაინები, ვისაც თითქმის არ ძინავთ ან ხანმოკლე ძილს არიან მიჩვეული. მეცნიერები 1985-2015 წლის განმავლობაში 8000 ადამიანის შესახებ ინფორმაციას აგროვებდნენ. ცდის მონაწილენი სამ ჯგუფად დაყვეს: 1. ვისაც 7 საათზე ნალები სძინავს; 2. ვისაც 8 საათზე მეტი სძინავს, 3. ვისაც ზუსტად 7 საათი სძინავს. გაირკვა რომ დემენციის შემთხვევები ყველაზე ნაკლებად სწორედ მესამე ჯგუფის წევრ 1000 ადამიანში გამოვლინდა. ხოლო არასრულყოფილი ძილი ბებრულ მარაზმთან ერთად სხვა სერიოზული დაავადებების წარმოქმნის რისკებსაც შეიცავს. დემენციის საფრთხის წინაშე დგას ის ხალხიც რომელსაც 8 საათზე მეტი სძინავთ.
ფასტფუდის სიყვარული. დემენციით დაავადების რისკზე ჰამბურგერებისა და ფრის მოყვარულ ადამიანებს შორის ავსტრალიელი მეცნიერები საუბრობენ. 8000 ადამიანზე დაკვირვების შედეგად ისინი აცხადებენ, რომ ფასტფუდი არამარტი მეორე ტიპის დიაბეტის რისკს ზრდის, არამედ ტვინის ნაადრევ დაბერებასაც იწვევს, რასაც დემენციამდე მივყავართ.
მეცნიერები ასევ აფრთხილებენ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ე.წ. "წითელ ხორცს" - სოსისს, ძეხვს, ბეკონს და აშ. მიირთმევს.
მათი აზრით, დემენციით დაავადების რისკს ზრდის შაქრისა და მარილის ზედმეტი სიყვარულიც.
მასალის გამოყენების პირობები