თალიბების სამხედრო ქვედანაყოფები ქაბულში შევიდნენ, ავღანეთის პრეზიდენტი ჯერ არ გადამდგარა
მსოფლიო - 15:42, 15 Aug, 2021     1773
კვირას, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ. BBC-ის ინფორმაციით, თალიბები ქალაქში ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდებიან. მათი ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ისინი ქაბულში ძალადობას არ დაუშვებენ, ასევე დაცული იქნება იქ მყოფი ყველა უცხოელის უსაფრთხოება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქაბულის საპატიმროებიდან პატიმრები გაიქცნენ.

თალიბებმა ასევე დაიკავეს "ბაგრამის" სამხედრო ავიაბაზა, რომელიც ავღანეთის ხელისუფლებას ამერიკელმა სამხედროებმა ქვეყნიდან გასვლის შემდეგ დაუტოვეს.

დღეისთვის, თალიბები, რამდენიმე რეგიონის გარდა, ავღანეთის მთელ ტერიტორიას აკონტროლებენ. დარჩენილი რეგიონები, მათი განცხადებით, სტრატეგიულ მნიშვნელობას არ წარმოადგენენ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი აშრაფ ღანი ჯერ არ გადამდგარა და ანშმად პრეზიდენტის სასახლეში ავღანეთის პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ შორის "თალიბანის" წარმომადგენლებიც არიან.

მოსალოდნელია, რომ შეიქმნება დროებითი მთავრობა, სადაც როგორც "თალიბანის" ასევე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები შევლენ.

პარალელურად, რუსული მედიის ცნობით, უზბეკეთმა ავღანეთთან საზღვრის გამაგერება დაიწყო.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42