საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინფორმაციით, ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი საქართველოს თანამგზავრული მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის მიწოდების ერთ-ერთ პირველ საპილოტე ქვეყნად განიხილავს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს, ბრეტ ჯონსენს და უფროს ფინანსურ დირექტორს, დევიდ ფინლეის შეხვდნენ. ასევე შეხვედრას ესწრებოდა SpaceX-ის ერთ-ერთი ინვესტორი ბილ რაიხერტი.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, SpaceX-ი სააგენტოს დახმარებით საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად ოფიციალურ პროცედურას დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები