სასამართლოს ნება უნდა ებოძა და მერის უფლებამოსილების შეწყვეტა მხარეთა თანდასწრებით განეხილა
სამართალი - 19:40, 22 Dec, 2013     3167

თბილისის მერის გიგი უგულავასთავის სასამართლოს მიერ, მხარეების დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლოს მიერ ხელმისაწვდომობის პრინციპის დარღვევად აფასებს ,,რეფორმატორთა კლუბის“ წევრი, სამართლის ექსპერტი ირაკლი კობიძე ,,ნიუპოსტთან“ საუბარში და აცხადებს, რომ ზეპირი მოსმენის დროს, მხარეებს ექნებოდათ შესაძლებლობა დაესაბუთებინათ საკუთარი პოზიციები როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს.

,,ეგეთი შუამდგომლობის დაყენებას, როგორიც არის თანამდებობრივი უფლებამოილების შეჩერება და თანამდებობიდან გადაყენება, კანონმდებლობა უშვებს, რომ არის შესაძლებელი სასამართლომ განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე, სასამართლოს კი აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სასამართლომ ჯერ ერთი დაარღვია სასამართლოზე ხელმისაწვდომიბის პრინციპი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს იყო არჩეული მერი, პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობდა და მეორეც, როცა ასეთი არჩევითი თანამდებობის პირის უფლებამოილების შეწყვეტაზეა საუბარი, მაშინ სასამართლოს ნება უნდა ებოძა და როგორც განიხილა არმკვეთი ღონისძიება, ისევე განეხილა შუამდგლომობა მხარეების მონაწილეობით თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ და მოგახსენებთ, რატომ - ზეპირი მოსმენის დროს, განსხვავებით იმისა, როცა ტარდება ზეპირი მომენი გარეშე პროცესი, მხარეებს ექნებოდათ შესაძლებლობა დაესაბუთებინათ საკუთარი პოზიციები. დაასაბუთებდა როგორც პროკურატურა, ასევე დაცვის მხარე, თუ რატომ არ შეიძლება შეუქმნას მერის თანამდებობაზე დატოვებამ საფრთხე სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას, მითუმეტეს მაშინ, როცა აღნიშნული პირი მუდამ თანამრომლობდა გამოძიებასთან და წარსულში როცა არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ეს ადამიანი რამენაირად ხელს უშლიდა გამოძიებას, მოწმეებზე ახორციელებდა ზეწოლას და ა.შ.“, - აცხადებს კობიძე.

რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, რომ გიგი უგულავას თანამდებობაზე დარჩენით ხელი შეეშლება გამოძიებას და საქმეზე მტკიცებულებების მოპოვებას. გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილების მიზნით სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ვარაუდი ყველაფრის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მხარე ვალდებულია, კონკრეტული ფაქტებით დაასაბუთოს.

,,ევროპული კონვენციაც და შიდა კანონმდებლობაც გვეუბნება, რომ ნებისმიერი ტიპის იძულების ღონისძიება რომელსაც ითხოვს პროკურატურა სასამართლო წინაშე, ეს შეიძლება იყოს დაპატიმრება, მეორეს მხრივ შეიძლება იყო ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენება, უნდა იყოს დასაბუთებული, ვარაუდი შეიძლება ყველაფრის გვქონდეს, რომელიც შეიძლება იყოს თეორიული და ძალიან აბსტრაქტულიც, რომ მაგალითად ვიღაცას დახვდება და რაღაცს გაუკეთებს და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ვალდებული არის მხარე, რომ კონკრეტული ფაქტები მოიტანოს, თუ რატომ შეიძლება გახდეს საშიში ამ ადამიანის თანამდებობაზე დატოვება“, - აღნიშნავს ირაკლი კობიძე.

ექსპერტი აცხადებს, რომ მერის თანამდებობა არ არის ისეთი თანამდებობა, რომელიც ერთპიროვნულად ღებულობს გადაწყვეტილებას. კობიძის თქმით, მერი ერთის მხრივ არის არჩეული ხალხის მიერ, მაგრამ მეორეს მხრივ მას ჰყავს ზედამხედველი ორგანო საკმაოდ ძლიერი უფლებამოილებებით, როგორიც არის თბილისის საკრებულო.

,,გამომდინარე აქედან, სასამართლოს ვარაუდი, რომ მერს ვინმეზე ზემოქმედების მიზნით, შესაძლოა განეხორიცელებინა რიგი საკადრო გადაადგილებები ან სხვა, ამის მონიტორინგის განხორციელება ისედაც შეეძლო საკრებულოს, რომელიც ვალდებულია და ახორციელებს კიდეც“, - აცხადებ ირაკლი კობიძე და დაძენს, რომ ამ შემთხვევაში დაცვის მხარეს ეძლევა შესაძლებლობა, გაასაჩივროს იგივე ევროპულ კონვენციაში: ,,ის რომ დაირღვა სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლება და არასწორად იქნა შეფასებული საჯაროობისა და პიროვნების თავისუფლების ინტერესები“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42