"საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს კგბ-სთან,საგანგაშოა" , -ამის შესახებ განცხადებას პარტია “ელენე ხოშტარია - დროა” ავრცელებს.
პარტიის შეფასებით, ეს საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც საქართველოში თავშესაფარს ეძებენ.
"საგანგაშოა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, ხელი მოაწეროს თანამშრომლობის ხელშეკრულებას ლუკაშენკოს კგბ-სთან. ეს არა მხოლოდ ლეგიტიმაციას აძლევს ლუკაშენკოს საზარელ და არალეგიტიმურ რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ათასობით ადამიანის სიკვდილზე, წამებასა და პოლიტპატიმრებზე, არამედ საფრთხეს უქმნის იმ ბელორუსელთა სიცოცხლეს, რომლებიც თავშესაფარს საქართველოში ეძებენ. უკვე სავსებით ნათელია, სად დგას საქართველოს მთავრობა. მათი ძალაუფლებაში ყოფნის ყოველი დამატებითი დღე საფრთხეს წარმოადგენს ქართველი ხალხისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მომავლისთვის“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, ამოქმედდა.
აქვე გეტყვით, რომ ეს ნიშნავს, რომ ქართული სუს-ი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია და მხარი დაუჭიროს ორგანიზაციას, რომელსაც მთელი მსოფლიო სადამსჯელო ბრიგადად აცხადებს. ამგვარი თანამშრომლობით საქართველოში უსაფრთხოდ ვეღარ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ. მათი პირადი ინფორმაცია ბელარუსის კგბ-სთვის უკვე მარტივად ხელმისაწვდომი იქნება
მასალის გამოყენების პირობები