რა საჭმელი უყვართ ზოდიაქოს ნიშნებს
ეს საინტერესოა - 20:44, 15 Aug, 2021     2724

ვერძი

ვერძებს შორის ვეგეტარიანელები - იშვიათი მოვლენაა. ისინი კალორიულ კვებას საჭიროებენ. სიამოვნებით აგემოვნებენ ახალ კერძებს და ახალ რეცეპტებს, მაგრამ უპირატესობას გერმანულ სამზარეულოს ანიჭებენ. ვერძებს ძალიან უყვართ წვნიანი, გემრიელი, სქელი ძეხვეული და ლორი. და რაღა თქმა უნდა, ლუდი - განუსაზღვრელი რაოდენობით.

კურო

კუროების დევიზია: „აჯობებს ჭამო ბევრი, მაგრამ ხშირად“. მათ ადვილად გააკვირვებთ, მაგრამ ძნელად დაარწმუნებთ ზედმეტი ცხიმის უარყოფით თვისებებში. ამ ნიშნის წარმომადგენლებში ხშირად შეგხვდებათ ტკბილეულის მოყვარულები. მხოლოდ ერთეულები თუ ჩაუვლიან საკონდიტრო ნაწარმს გულგრილად და ხელი არ წასცდებათ ტკბილისკენ. შეიძლება ითქვას, რომ კუროს გულისკენ მიმავალი გზა - მის კუჭზე გადის. უპირატესობას ანიჭებენ: ღორის ხორცს, ნოყიერ სალათებს, ბეკონს, პელმენს.

ტყუპები

„ფასტ ფუდი“ სავარაუდოდ კუროების მოგონილია, რადგან მათ ძალიან უყვართ სწრაფი მომზადების კერძები. ისინი არასოდეს მოამზადებენ კერძს, რომლის კეთებას დიდი დრო და რესურსი სჭირდება. ყველაზე მეტად უყვართ: ბურგერები, სტეიკი, ქათმის ფრთები, სიმინდი, სოსისი, პიცა.

კირჩხიბი

კირჩხიბები ნამდვილი გურმანები არიან. უყვართ უცნაური და საინტერესო შეთავსებები. მათი სისუსტე კონსერვირებული პროდუქტია: მჟავე კიტრი, სოკოს, პომიდვრის და ა.შ. მარინადი, მურაბები და სხვა... ასევე, ძალიან უყვართ რძის პროდუქტები: არაჟანი, ხაჭო.

ლომი

ლომებს იტალიური სამზარეულო უყვართ: ლაზანია, სპაგეტი, რიზოტო, ზეითუნის ხილი. ასევე, სხვადასხვა სანელებლები. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს პურის ასორტი.

ქალწული

ქალწულები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროდუქტის სასარგებლო თვისებებს. ისინი პატივს სცემენ ჯანსაღ საკვებს. სვამენ იოგურტს, უალკოჰოლო ლუდს და ღვინოს, უკოფეინო ყავას. უყვართ ჩირი, ჭვავის პური, თაფლი, ბოსტნეული. და ყველაზე მეტად, აღმერთებენ გამომცხვარს: ღვეზელს, კექსს. ურჩევნიათ მზა ცომი იყიდონ და სახლში, თავად გამოაცხონ.

სასწორი

სასწორი კვების დროსაც სილამაზეზე ფიქრობს. კერძები, რომელსაც ის მიირთმევს, ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული. უყვართ მრავალფეროვნება. უპირატესობას ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებენ. უყვართ ყველი, ზღვის პროდუქტები, ისპანახი, ხორცის დელიკატესები, მწყერის კვერცხი. სასწორები წონას მუდამ აკონტროლებენ და დაბალკალორიულ საკვებს მიირთმევენ.

მორიელი

უყვარს საჭმელი, რომელიც აფროდიზიაკს შეიცავს: კაკალი, მწვანილი და ა.შ. ძალიან მგრძნობიარეა სუნის მიმართ. უყვართ ძველებური რეცეპტებით მომზადებული კერძები. უპირატესობას აღმოსავლურ სამზარეულოს ანიჭებენ. ყველაზე მეტად უყვარს: ზღვის პროდუქტები, შემწვარი ხორცი, შავი პური. ყველაფერი უნდა იყოს მარილიანი და ცხარე.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები უპირატესობას ანიჭებენ ორიგინალურ კერძებს. მოწონთ მექსიკური სამზარეულო და უყვართ არატრადიციული კერძების დაგემოვნება.

თხის რქა

თხის რქები პრაქტიკულები არიან. მათ უყვართ და ეხერხებათ საჭმლის მომზადება. მოწონთ ჩინური სამზარეულო. ასევე, მარინადები და მჟავეული. მათ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს მწარე საკვები, შავი ქლიავი, შავი პური, ლობიო, სოკო.

მერწყული

შეუძლიათ მოამზადონ საინტერესო და უჩვეულო კერძები. არ დაეზარებათ რეცეპტში ნახსენები, ყველა სანელებელის ყიდვა. მათი საყვარელი გარნირი - ხილია, მაგრამ ძირითად კერძებში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხორცი.

თევზები

ყველაზე მეტად უყვართ თევზეული და ზღვის პროდუქტები. თევზის კატლეტებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ასევე, უყვართ კრემ-სუპი, მწვანე ჩაი, ხრაშუნა ნამცხვრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42