რა საკვები უნდა მიირთვან ზოდიაქოს ნიშნებმა
ეს საინტერესოა - 13:41, 14 Aug, 2021     2066

ვერძი

ვერძები გემრიელობების მოყვარულები არიან, მაგრამ საჭმლის კეთება დიდად არ უყვართ, ამიტომაც ხშირად სტუმრობენ სწრაფი კვების ობიექტებს. ალბათ ამიტომაცაა, რომ ჭარბი წონა აწუხებთ. თუ შენ დაიბადება ამ ნიშნით, ჯობს „წასუსნავებისგან“ თავი შეიკავო. გაითვალისწინე ისიც, რომ არაა აუცილებელი ყველაფერი ერთდროულად შეჭამო, გადაანაწილე!

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოიკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

კურო

კუროებს - ისე, როგორც არცერთ სხვა ნიშანს, აქვს „შენელებული“ ნივთიერებათა ცვლის სისტემა. თან ამავდროულად არიან გურმანები და უყვართ როგორც საჭმლის კეთება, ასევე ჭამაც. ამიტომაცაა, რომ თვალის დახამხამებაში იმატებენ. მაგრამ ყველაზე დიდი ნაკლი, რაც მათ აქვთ ეს ღამით ჭამაა. თუ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხარ გაითვალისწინე, რომ ძილის წინ ნოყიერად შეჭამო (სასურველია ხორცი და ბოსტნეული), რათა ღამის 4 საათზე შიმშილმა არ გაგაღვიძოს და მაცივრისკენ არ მიიპარო.

არ ჭამო: მუქი ხორცი, ცხოველური ცხიმები, მარილიანი, ცხარე და შემწვარი საკვები. თუ კი ტკბილეულსაც მოუკლებ, ახალი ენერგიის მოზღვავებასაც იგრძნობ.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, თევზი და ბოსტნეული. ყოველდღიურად მიიღე C ვიტამინით გამდიდრებული ციტრუსები, ვაშლი და ბანანი. დილა კი ყავის ნაცვლად, ჩაით დაიწყე.

ტყუპები

ტყუპები - ზოდიაქოს ყველაზე ორაზროვანი ნიშანი. ერთის მხრივ დაუცველები არიან, მეორე მხრივ კი მათ იშვიათი შინაგანი ძალა და კარგი ჯანმრთელობა აქვთ. ერთადერთი და უდიდესი მინუსი რაც მათ აქვთ, სტრესთან ალკოჰოლითა და შოკოლადებით გამკლავებაა. თუ კი ხარ ზოდიაქოთი - ტყუპები მაშინ არასოდეს გამოტოვო საუზმე, სადილი ან ვახშამი. თორე მერე ხუთმაგად აანაზღაურებ და ზედმეტი მოგივა.

არ ჭამო: ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და ძლიერი სასმელები.

ჭამე: ყველი, თხილი, კვერცხი, ზღვის პროდუქტები, მჭლე ხორცი (არა უმეტეს დღეში ერთხელ), მარცვლეული. თუ კი ალერგიული არ ხარ, მაშინ შაქარი სრულად უნდა ჩაანაცვლო თაფლით.

კირჩხიბი

კირჩხიბი - ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მიზანდასახული ზოდიაქოს ნიშანია. თუმცა თუ ნერვებმა უმტყუნეს ცოტა ზედმეტი მოსდის. თუ კი ხარ კირჩხიბის ზოდიაქოს ქვეშ დაბადებული დაიმახსოვრე, რომ არასოდეს ჭამო როდესაც აფორიაქებული ან განერვიულებული ხარ. მოიცადე, დაწყნარდი და მერე ჭამე.

არ ჭამო: საკონდიტრო ნაწარმი, უმი ბოსტნეული, ხილი (ლიმიტირებულად). ულუფები უნდა იყოს ზომიერი. ჭამის დროს კანფეტები ან ღვინის მიყოლებაზე უარი თვის მაინც.

ჭამე: მარცვლეული, რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, მჭლე თევზი. დაამატე რაციონს ნიორი და ასევე დღეში ერთხელ ბოსტნეულის სუპსაც თუ მიიღებ კარგი იქნება.

ლომი

ლომებს - როგორც მოგეხსენებათ, გემრიელად და ბევრის ჭამა უყვართ. სწორედ ამ ტემპერამენტის ბრალია მათი ჭარბ წონაც. თუ კი ლომი ხარ - კი ბატონო, ჭამე რამდენიც მოგესურვება, მაგრამ შეეცადე რაციონი ჯანსაღი პროდუქციით გაამდიდრო.

არ ჭამო: ცხიმიანი საკვები, ალკოჰოლი.

ჭამე: ციტრუსები, რძის პროდუქტები და თეთრი ხორცი. აუცილებლად მიიღე ნიორი, ნიახური, კარტოფილი, ლეღვი და გამხმარი გარგარი. საგულდაგულოდ დაღეჭე ლუკმები და ძილის წინ ნუ შეჭამ!

ქალწული

ქალწულები - ყველაზე პრეტენზიულები არიან, თუმცა ჯანსაღად იკვებებიან. დეტალურად ეცნობიან პროდუქციას და მხოლოდ შემდეგ მიირთმევენ მას. თუ შენც ზოდიაქოთი ქალწული ხარ ერთი რჩევა მექნება, ვიცი რომ გიყვარს პური და სწრაფი კვების ობიექტების გემრიელობები მაგრამ შეეშვი, შენ ამაზე ძლიერი ხარ! და კიდევ, ლუკმები დიდხანს და გულიანად დაღეჭე.

არ ჭამო: ტკბილეული და შებოლილი ხორცი და ალკოჰოლი საერთოდაც დაივიწყე.

ჭამე: პასტა, მარცვლეული, შემწვარი ბოსტნეული და რძის პროდუქტები. შენი ხილია ბროწეული, ყურძენი, გარგარი და ვაშლი.

სასწორი

სასწორებს - კარგი ჯანმრთელობა აქვთ, თუმცა მათი სუსტი წერტილი მარილიანი და ცხიმში გამომცხვარი საკვებია. სწორედ ეს ანადგურებს მათ ჯანმრთელობასა და წონაშიც ამატებინებს. თუ კი ხარ სასწორი მაშინ დაიმახსოვრე, იკვებე ხშირ-ხშირა და ზომიერად. ვიცი, ცოტა უენერგიოდ ხარ ხოლმე, მაგრამ თუ კვების რაციონს გააკონტროლებ უცებ მოყოჩაღდები!

არ ჭამო: მწნილები, შებოლილი ხორცი, ცხიმებში გამომცხვარი საჭმელები.

ჭამე: მარცვლეული, პასტა ბოსტნეულით, ზღვის პროდუქტები და ფრინველი. შენს რაციონი მუდმივად უნდა იყოს გამდიდრებული სპილენძით (კიტრი, თაფლი, მიუსლი), მანგანუმით (გოგრა, ყავისფერი ბრინჯი) და E ვიტამინი (მცენარეული ზეთი).

მორიელი

მორიელები - მართალია არასდროს ამეტებენ ულუფას და არც წონის პრობლემები აქვთ, მაგრამ მათი ყველაზე დიდი ნაკლი ისაა, რომ არიან ალკოჰოლის მოყვარულებია. თუ კი მორიელი ხარ პირველ მინდა გირჩიო, რომ მიიღო ბევრი-ბევრი უალკოჰოლო, სუფთა, კამკამა, ჩვეულებრივი წყალი.

არ ჭამო: ცხარეები და გამომცხვარი საჭმელები.

ჭამე: ზღვის პროდუქტები, ხორცი, კომბოსტო, ციტრუსის და ვაშლი. სასურველი თუ რაციონში ვანილს, ჯინჯერს და ბალზამიკოსაც დაამატებ იკვებე დღეში 5-6-ჯერ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები - საკმაოდ ძლიერი და ენერგიული ადამიანები არიან. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათთვის ალკოჰოლი და ცხიმიანი საჭმელები არ შეიძლება. ასე, რომ თუ კი ხარ მშვილდოსანი ეცადე ერიდო ამ არასასარგებლო როდუქციებს.

არ ჭამო: შებოლილი და ღორის ხორცი, ასევე მარილიანი და ტკბილი საკვები.

ჭამე: მცენარეული ცხიმები, ზღვის დელიკატესები და რძის პროდუქცია. არ დაივიწყო მწვანილებიც!

თხის რქა

თხის რქები - ზოგადად გახსნილი და ექსპერიმენტების მოყვარული ადამიანები არიან, როდესაც საქმე ეხება საჭმლის დაგემოვნებას. ამასთანავე, ისინი ძალიან დაკავებულები არიან და ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საჭმლის მომზადებას. ჩემი რჩევა იქნება, ნუ გასინჯავ და შეჭამ ყველაფერს, ცოტა აკონტროლე. გამოყავი გარკვეული დრო, მოამზადე სახლში საჭმელი და ატარე თან. ასე თავიდან აიცილებ დაუგეგმავი და გაურკვეველი რაღაცების ჭამას.

არ ჭამო: ტკბილეული, ისპანახი, შემწვარი და დაკონსერვებული საკვები. არ შეიძლება ნახშირწყლებისა და ცილების ერთად მიღება. ასევე ჭამის შემდეგ დესერტიც გეკრძალება.

ჭამე: მარცვლეული პური, ხაჭო, პასტა, კეფირი, შემწვარი ბოსტნეული და მჭლე ხორცი, ბადრიჯანი, სტაფილო. ხილის არჩევისას, უპირატესობას მიანიჭე: ალუბალს, მაყვალს, კომშს, მარწყვს და ქლიავს. ჩაანაცვლე შაქარი თაფლით.

მერწყული

მერწყულები - საკმაოდ გურმანები არიან და უჭირთ თავის კონტროლი, როცა საქმე ეხება საჭმელს. თუ კი ხარ მეწყული ერთ-ერთი ყველაზე დიდი რჩევა იქნებოდა, რომ ცოტა მოთოკე შენი თავი.

არ ჭამო: ნამცხვრები და შებოლილი ხორცი.

ჭამე: წიწიბურა, ბოსტნეულის სუპები, ხილი (კომშის, ქლიავი, ბროწეული, ვაშლი), ბოსტნეული (ისპანახი, ბადრიჯანი, ლობიო), თევზი და თეთრი ხორცი. რძის პროდუქტები ყოველდღე მიიღე.

თევზები

თევზებს - ძირითადად აწუხებთ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია მარტივი წესების დაცვა. არ გინდა არც მშრალი და მჟავე საჭმლებით ორგანიზმის გადატვირთვა.

არ ჭამო: ცხიმები, შაქარი და ცხარე სოუსები.

ჭამე: საზაფხულო ბოსტნეულის სალათები, მარცვლეული (ბარელი, ბრინჯი, წიწიბურა), ზღვის პროდუქტები, ბროწეული, ყურძენი, კაკალი და მზესუმზირა. ჭამე ერთი და იმავე დროს და კვების წინ (30ჭთით ადრე) მიიღე (0.5) მინერალური წყალი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42