ვერძები აქტიური და ტემპერამენტიანი ადამიანები არიან. მათ დიდხანს ვერ გააჩერებთ ერთ ადგილზე. ასტროლოგი გირჩევთ არ დაზოგოთ ფული მაღალი ხარისხის ტურისტული აღჭურვილობის შესაძენად. ვერძებს უყვართ ექსტრემალური პირობები, ამიტომ დაისვენეთ ისეთ ადგილას სადაც დაივინგით შეგეძლებათ დაკავება ან ალპინიზმით.
კურომ ბევრი რამ იცის ხარისხისა და კაი დასვენების შესახებ. ვახშამი რესტორანში, დილის მასაჟი და შუადღისას ძილი კარგ სასტუმროში. მას შემდეგ, რაც ნიშანი ვენერას გავლენის ქვეშ იმყოფება, კუროს სიმშვიდე და ჰარმონიულობა სჭირდება. თვალწარმტაცი პეიზაჟები და კომფორტი დაამშვენებს ამ ნიშნის წარმომადგენლებს.
ტყუპებს სიახლეების და რაიმის ათვისების გარეშე არ შეუძლიათ ცხოვრება. დაგეგმეთ ტურები მსოფლიოს გარშემო – ეს იქნება შესანიშნავი დასვენების გეგმა.
ასტროლოგები კირჩხიბებს მოუწოდებენ შვებულების ორგანიზებას ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. კირჩხიბებს ურჩევნიათ აურზაურის გარეშე დასვენება, ზღვის სანაპიროზე ან წყნარად მთაში.
ლომებს უყვართ საზოგადოებაში ყოფნა, ხალხმრავალ ადგილებში, სადაც მათ ხალხთან კომუნიკაცია შეეძლებათ. ამ ნიშნის მეფური ბუნება მოითხოვს კომფორტს და ფუფუნებას. მათ უყვართ შთაბეჭდილების მოხდენა და ყურადღების ეპიცენტრში ყოფნა. ხალხმრავალ ადგილებში დასვენება შესაფერისია ლომებისთვის.
ქალწულები პრაქტიკულები და პედანტები არიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ მუშაობას და შვებულებისგან მინიმუმს ელიან. მათ უყვართ სისუფთავე და წესრიგი, ამიტომ მკაცრად არჩევენ დასვენების ადგილს. ქალწულები საკმაოდ კონსერვატიული ადამიანები არიან და ურჩევნიათ მაღალი დონის მომსახურება სასტუმროში.
სასწორებო უმჯობესია შვებულება გაატაროთ კეთილმოწყობილ სასტუმროში ან ალტერნატიული მედიცინის ცენტრში, ახლობლების გარემოცვაში.
მორიელები დიდი მოგზაურები არიან. დაჯავშნეთ სასტუმრო მთის ძირში, მოეშვით და დატკბით გარემოთი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარსი ახდენს გავლენას ამ ნიშანზე. ამიტომ, მისი წარმომადგენლები მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებენ სიმაღლიდან ხტომით ან მთის მდინარეებზე ჯომარდობით.
მშვილდოსანს მოგზაურობა სჭირდება. ჩვენ გვჭირდება მოძრაობა და ნათელი ემოციები. ამიტომ, შვებულება აქტიურად უნდა გაატაროთ. მანქანით მოგზაურობა ან აქტიური ტური ზედგამოჭრილია თქვენთვის.
თხის რქებს ურჩევნიათ სიმშვიდე და სიწყნარე, ჰარმონიულობა და კანონზომიერება ყველაფერში. თევზაობა, გასეირნება ზღვის პირას, მთის სუფთა ჰაერი – ეს ისაა რაც თხის რქას სჭირდება. თხის რქას ხშირად იზიდავს საუკუნეების ისტორიის მქონე ადგილები და ქვეყნები.
მერწყული მიემართება ფილოსოფიისკენ. ახალი ცოდნა, ნაცნობობა და ურთიერთობები – სწორედ ეს აძლევს ენერგიას ამ ნიშნის წარმომადგენლებს. წადით იქ სადაც არ ყოფილხართ. ეს თქვენს შვებულებას პროდუქტიულს გახდის.
მგრძნობიარე და ემოციური თევზები ხელოვნების მცოდნეები არიან. ევროპის მიმზიდველი არქიტექტურა, ხელოვნების მუზეუმები და გალერეები – თევზების სტილია.
მასალის გამოყენების პირობები