ხშირად ადამიანის ბედს სრულიად მოულოდნელი და დაუგეგმავი შემთხვევა წყვეტს. სწორედ ასეთ საბედისწერო შემთხვევას უწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები ქვემოთ ჩამოთვლის ზოდიაქოს ნიშნებს აგვისტოში:
ტყუპები
ტყუპებს გასაოცარი კომუნიკაციის უნარი აქვთ, ისინი მარტოობას არასოდეს უჩივიან და თანამოაზრეებს ადვილად პოულობენ. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, პარტნიორის მიმართ ინტერესს ისინი სწრაფად კარგავენ. ამასობაში, აგვისტოში სიტუაცია შეიცვლება, რადგან ვარსკვლავებმა ტყუპებისთვის უნიკალურ ადამიანთან შეხვედრა მოამზადეს, რომელიც მას ერთი შეხედვით მოეწონება. თუ ისინი თავიანთ გულს მიენდობიან, ძლიერი ურთიერთობებისა და ოჯახის შექმნას შეძლებენ.
ქალწული
აგვისტოში ორგანიზებულ ქალწულებს თავიანთი გეგმებისგან გადახვევა მოუწევთ, თუკი პირადი ბედნიერების პოვნა სურთ. ისინი შეხვდებიან სასიამოვნო, ქარიზმატულ ადამიანს, თუმცა კომუნიკაციის დასაწყისში ურთიერთობა მხოლოდ საქმიანი იქნება. მომავალში, ახალი მეგობარი, შესაძლოა, საიმედო თანამზრახველი და ცხოვრების მეგზური გახდეს, თუ ქალწული გადაწყვეტს, სარისკო ნაბიჯი გადადგას და კომუნიკაციის ფორმატი რომანტიკულზე შეცვალოს.
თევზები
თევზები სასიყვარულო ურთიერთობის ერთდროულად ორ კანდიდატს შეხვდებიან, მაგრამ ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ნამდვილი მეორე ნახევარი მხოლოდ ერთი გახდება. მათ უნდა მოუსმინონ თავიანთ ინტუიციას და გააკეთონ სწორი არჩევანი. მთავარია ფოკუსირება მოახდინონ არა ადამიანის სტატუსსა და გარეგნობაზე, არამედ გრძნობებზე. თევზებმა უნდა იგრძნონ, ვისთან გრძნობენ თავს კომფორტულად და ვინ უფრო ზრუნავს მათზე.
მასალის გამოყენების პირობები