კორონავირუსმა ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა.. კოვიდინფიცირებული დედა უგონო მდგომარეობაშია - უმძიმესი ტრაგედია
COVID-19 - 17:46, 13 Aug, 2021     6784

მოქალაქე მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და წერ, რომ კორონავირუსმა ძმების დათო და ზურა გამყრელიძეების სიცოცხლე იმსხვერპლა.

მისივე ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულია ასევე მათი დედაც, რომელიც ამ დროისთვის უგონო მდგომარეობაშია.
მარი ჩიტაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:"ეს ის მდგომარეობაა, როცა ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი: ღირს თუ არა გადარჩენა?! რამდენიმე დღის წინ, თბილისის კლინიკებში კოვიდის დიაგნოზით შეყვანილი ოჯახის სამივე წევრიდან - დედა და 2 შვილი, ვერც ერთს ვერ გაუმართლა: დათო და ზურა გამყრელიძეები ამ 21-ე საუკუნის ავადსახსენებელ სახადს შეეწირნენ. დედა ჯერჯერობით მხოლოდ ფიზიკურად გადარჩა... ასე ჩავთვლით, სანამ გონს მოვა, თვალებს გაახელს და შვილებს მოიკითხავს... მერე რა მოხდება, არ ვიცი, ამაზე ჯერ ვერავინ ვფიქრობთ!ის, რა ცეცხლიც დღეს გამყრელიძეების ოჯახში ტრიალებს, ენით აუწერელია. ორივე ჯანმრთელი, ბრგე, ვაჟკაცი ბიჭი იყო, როგორ ქართველსაც ყველა ვისურვებდით, ქვეყანას ჰყავდეს!
არ გაუმართლათ! სულ ცოტა ხნის წინ ვწერდი, რომ დათო დაიღუპა და ზურა სიცოცხლისთვის იბრძვის, მაგრამ მწარედ შევცდი! სინამდვილეში ზურამ არ იბრძოლა. ძმის არყოფნა უთქმელედაც იგრძნო და დანებდა! შემდეგ მოხდა ის, რასაც არავინ ველოდით - ზურაც წავიდა, დათოსთან.... წავიდა ისე, რომ მისი უკანაკსნელი სიტყვა და ამოსუნთქვა ,,დათო" იყო!
ასე აღმოჩნდნენ ეს საოცრად კარგი ძმები გაუხმაურებელი სიკვდილის სტატისტიკის ნაწილი, რომელსაც ყოველი დილის 11 საათზე ჯანდაცვის სისტემა გვამცნობს!
ყველაზე გულდასაწყვეტია ის, რომ აცრას აპირებდნენ და ვერ მოასწრეს! ამ შემთხვევაში კოვიდი ვერაფერს უზამდათ. ასე ვარ დარწმუნებული, რადგან საამისოდ ძალიან ძლიერი, ჯანმრთელი და ახალგაზრდები იყვნენ...
ჩემი დიდი სამძიმარი სოსოს - ჩემი დის მეუღლეს, რომელიც ახლა ჯიუტად ელოდება დედას. ეს მისი ბოლო იმედია! სამწუხაროდ, დეიდა სუზის ამბავს თითქმის არავინ კითხულობს, ვერც მე შევძელი მეკითხა - ვერ ვამართლებ ბუნების ამ სასტიკ განაჩენს!
უფალს ებარებოდეთ, ბიჭებო... არ მეგონა, თქვენი სიკვდილი თუ იქნებოდა მაგალითი, რითაც მოვუწოდებდი საზოგადოებას აიცრან!.. სანამ ჯერ ისევ დროა და არსებობს გადარჩენის შანსი, აიცერით!", - წერს მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42