კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" და არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ირაკლი აბსნაძის გათავისუფლების ფაქტს ერთობილივი განცხადებით ეხმაურებიან.
ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება აღქმას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია.
"კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ პარტნიორი ორგანიზაციების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის მიერ ირაკლი აბსანძის გათავისუფლება აღქმას ტოვებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური საფუძველი ჟურნალისტის მიერ ბოლო პერიოდში ხელისუფლების და ტელევიზიის ხელმძღვანელობის მიმართ გაკეთებული კრიტიკული განცხადებებია.
მიმდინარე წლის 9 აგვისტოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე საავტორო გადაცემის „კვირის ინტერვიუ“ წამყვანი ირაკლი აბსანძე გათავისუფლდა თანამდებობიდან. ოფიციალური მიზეზი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში/არაერთგზის დარღვევაა.
Ბოლო პერიოდში ირაკლი აბსანძე აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და კრიტიკულად აფასებდა მათ შორის 5 და 6 ივლისს მედიაზე მასშტაბური ძალადობას და ხელისუფლების არაეფექტურ რეაგირებას. ირაკლი აბსანძე აკრიტიკებდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გასულ სადაო ჟურნალისტურ გამოძიებას დავით გარეჯთან დაკავშირებით. Პირდაპირ ეთერში მან განაცხადა, რომ აღნიშნულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ „ხელი შეუწყო ივერი მელაშვილის წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის გაძლიერებას“.
ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა მის წინააღმდეგ აქცია დააანონსეს, ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს მიმართეს და წამყვანის არხიდან გათავისუფლება მოითხოვეს. იგივე მოთხოვნა გაჟღერდა „ალტ ინფოს“ მიერ 2021 წლის 12 ივლისსაც. ამ დღეს ჟურნალისტი მმართველი პარტიის ოფისთან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა. პოლიციასთან დაპირსპირებისას ის დროებით დააკავეს, რა დროსაც პოლიციამ ხელი მოტეხა.
მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი აბსანძე არაერთგზის იყო საჯარო სივრცეში ძალადობრივი ჯგუფების შეურაცხმყოფელი თავდასხმის სამიზნე, სამწუხაროდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმეტს არ გადაუდგამს ეფექტური ნაბიჯები მის დასაცავად.
ირაკლი აბსანძის გათავისუფლება ქვეყანაში კრიტიკულად გაუარესებული მედია გარემოს და წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მიმართ. უნდობლობას იწვევს ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის ბრძანების სამართლებრივი საფუძვლები და აღნიშნული გადაწყვეტილება შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლება მის კრიტიკული მოსაზრებებს უკავშირდება" - ნათქვამია ერთობლის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - IDFI
- Მაუწყებელთა ალიანსი
- მედიაკლუბი
- მედიის განვითარების ფონდი
- მედიის უფლებები
- სატელევიზიო ქსელი
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო - TI
- სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED
- საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია - GRMA
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ღია საზოგადოების ფონდი OSGF
მასალის გამოყენების პირობები