მოძრაობა "სირცხვილია" პროკურატურაში სარჩეილის შეტანასა და საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს, რომლის მიხედვითაც მოძრაობის წევრები 5-6- ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ დაზარალებულად არ ცნეს:
"დღეს გავასაჩირებთ ზემდგომ პროკურორთან ორი დღის წინანდელ იმ აბსურდულ პასუხს, რაც პროკურატურამ მოგვწერა. ეს იყო, რომ თითქოს 5-6 ივლისს იმ ძალადობის და იმ აგრესიის ადრესატები ჩვენა რ ვიყავით, მაშინ როდესაც მორგოშიამ პირდაპირ მოუწოდა აქციის მონაწილეებს,რ ომ ჩვენი მოძრაობის ოფისისკენ წამოსულიყვნენ, ჩვენი ოფისის კარი სადარბაზოს კარი ჩაკეტეს, სწორედ მაშინ გზად შეხვდათ ლექსო ლაშქარავა და სცემეს", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, პროკურატურამ მოძრაობის წევრები დაზარალებულად იმ მოტივით არ ცნო, რომ ისინი ოფისზე განხორციელებული თავდასხმის დროს აგრესიის ადრესატები არ იყვნენ.
მასალის გამოყენების პირობები