ნათია თურნავა - გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:50, 13 Aug, 2021     1319

საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის ფონზე, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება გრძელდება. 2021 წლის ივლისში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 42.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 390.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, ექსპორტის პოზიტიური სტატისტიკა, რომელიც ბოლო თვეებია ზრდის დინამიკით ხასიათდება, ნათლად ასახავს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტენდენციებს. „გაზრდილი ექსპორტი ნიშნავს გაზრდილ წარმოებას, სამუშაო ადგილებსა და სავალუტო შემოსავლებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტისა და საექსპორტო დარგებისა და საწარმოების ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა. მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" დაემატა 60-მდე ბიზნეს - მიმართულება, რომელთაც აქვთ ექსპორტის განვითარების, ასევე ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი. „ჩვენ შემოგვაქვს მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელიც გულისხმობს ერთდროულად როგორც დაბალპროცენტიან საბანკო რესურსზე ხელმისაწვდომობას, ასევე სპეციალური გრანტით სარგებლობას და სხვა მნიშვნელოვან ხელშეწყობას. ვფიქრობ, მხარდაჭერის ახალი მექანიზმების მეშვეობით, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ეკონომიკურ ზრდის ტემპზე," - განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა 2019 წლის ივლისში პანდემიამდე დაფიქსირებულ მონაცემებს. 2021 წლის ივლისის ექსპორტი 2019 წლის ივლისის ექსპორტს 66.9 მლნ. აშშ. დოლარით, 20.6%-ით აღემატება.

2021 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტი გაიზარდა 27.8 პროცენტით და 2,275.6 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 19.3 პროცენტით აღემატება წინა წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელს და 5,209.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 2021 წლის იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი 7.7%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42